მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს

მოიპოვე ფასდაკლება თამაშით და შეხვდი საყვარელ ლიტერატურულ გმირებს - რა ელოდება მკითხველს წიგნის საერთაშორისო დღეს

წიგნის მოყვარული ადამიანებისთვის 23 აპრილი განსაკუთრებული დღეა. ყველა, ვისაც წიგნთან ურთიერთობა უყვარს, ვისთვისაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, უჩვეულო მღელვარებით ელის 23 აპრილს. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და მათი ავტორების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. საქართველო კი ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს 2003 წელს შეუერთდა და მისი სახელი უკვე იმ 80 ქვეყანას შორისაა, რომლებიც წიგნის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას წიგნის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი სხვადასხვა აქტივობებით გამოხატავენ.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საფუძველს 1923 წლის 23 აპრილიდან იღებს და დაკავშირებულია კატალონიურ ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ვარდებს სჩუქნიდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფაქტი წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს გილდიის წარმომადგენლებმა ხალხს ვარდებთან ერთად, წიგნებიც აჩუქეს. მოგვიანებით, 1995 წელს, კატალონიამ თავისი დღესასწაულის შესახებ იუნესკოს შეატყობინა. ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მისი მთავარი მიზანი კი წიგნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და ახალგაზრდებისთვის კითხვის შეყვარება გახდა.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველო 2003 წლიდან აწყობს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულებს. წელსაც მრავალი აქტივობაა დაგეგმილი ამ დღის აღსანიშნად, თუმცა, განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით ს/ქ East Point-ში "ბიბლუსის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება გამოირჩევა.

"ბიბლუსის" ინიციატივით, ძველი კატალონიური ტრადიციების გათვალისწინებით, 23 აპრილს წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართება. "ბიბლუსი" სტუმრებს წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვაზე ეპატიჟება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს არასტანდარტულ ფასდაკლებებს, მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებთან შეხვედრას, ყვავილებს, წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარებს და ლიტერატურულ ჯემ-სეიშენს სთავაზობს.

ს/ქ "East Point"-ის სივრცეში ფესტივალზე მისულ მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა, დარცის თამაშით თავად მოიპოვოს სასურველი ფასდაკლება წიგნებზე. ამ ყველაფერში კი კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი ის არის, რომ დარცის გაცოცხლებული პერსონაჟები დაიცავენ. ეს პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი გმირები: დონ კიხოტი, სანჩო პანსა, რომეო და ჯულიეტა იქნებიან. 23 აპრილი ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის ორი უდიდესი წარმომადგენელი - მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი გარდაიცვალა. სწორედ ამ მწერლების პატივსაცემად შეახსენებენ თავს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები სტუმრებს.

"ბიბლუსი" და East Point-ი პატარა მკითხველისთვისაც იზრუნებს. "ბიბლუსის" მიერ ორგანიზებულ წიგნისა და ყვავილების ფესტივალზე მისულ პატარებს სასიამოვნო გართობა ელით. მათ პოზიტიურ განწყობას საოჯახო გასართობი ცენტრი Focus Mokus შეუქმნის, რათა 2016 წლის 23 აპრილი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის სასიამოვნო მოგონებად იქცეს.

ასევე სპეციალური საჩუქარი ელის ჟურნალ "შინის" მკითხველს. მხოლოდ ერთი დღე, 23 აპრილს, ჟურნალების მთელი წლის კომპლექტი - 4 სეზონის 4 საუკეთესო ნომერი, სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდება. არ გამოგრჩეთ ეს შემოთავაზება, ერთი ჟურნალის სტანდარტული ფასი 8 ლარია, ამ დღეს კი 10 ლარად მიიღებთ ერთდროულად 4 ჟურნალს, "შინის" ახალ, საგაზაფხულო ნომერთან ერთად.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს