შოპინგის, დასვენების და გართობის ქალაქი ისთ ფოინთი ეძებს საკუთარ ქალაქის მერს და იწყებს საყოველთაო საარჩევნო კამპანიას, რომელიც სტარტს 18 აპრილს აიღებს.
ისთ ფოინთი - შოპინგის, დასვენების და გართობის ქალაქია. აქ არის ყველაფერი ის, რაც ნებისმიერ სხვა ქალაქში:
• 150-ზემეტი,მსოფლიოს წამყვანი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი
• საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის ჰიპერმარკეტები
• ბოულინგი, ბილიარდი, მრავალფეროვანი ბავშვთა გასართობი ცენტრი
• 10-დარბაზიანი კინოთეატრი მსოფლიო პრემიერებით და საქართველოში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო თეატრი
• ღია და დახურული კაფე-რესტორნები
• გამართული ინფრასტრუქტურა, დაგებული გზებითა და ყველასთვის საკმარისი პარკირების ადგილებით
იმისათვის რომ ისთ ფოინთი სრულფასოვანი ქალაქი იყოს, მას ესაჭიროება - ქალაქის მერი.
მერი, რომელიც იქნება ქარიზმატული, ენერგიული, მიზანდასახული დამხიარული. რომელიც შეძლებს დაიცვას ქალაქის ინტერესები, რაც ისთ ფოინთს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს გახდის.
კასტინგი საყოველთაოა - 10 მაისამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ამისათვის საჭიროა ეწვიოს ისთ ფოინთის სპეციალურ ვებ-გვერდს - gov.eastpoint.ge , შეავსოს აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნოს.
ეტაპი #1 - კასტინგი
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააყენოს საკუთარი კანდიდატურა
საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის ექსპერტებით, გამოავლენს 3 საუკეთესო კანდიდატს.
ეტაპი #2 - საარჩევნო კამპანია
კანდიდატები ჩაერთვებიან საარჩევნო მარათონში. მათ მოუწევთ ჩაატარონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები:
• წარადგინონ პროგრამები
• შეხვდნენ ერთმანეთს დებატებში
• დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა და მოიზიდონ ამომრჩევლები.
ეტაპი #3 - შედეგების გამოვლენა/მერის არჩევა
ისთფოინთის მოქალაქეები დემოკრატიულად, არჩევნების გზით გამოავლენენ.
არჩევნების დასრულებისთანავე, მერი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება. არჩევის დღიდან მას ყოველთვიური მაღალანაზღაურებადი ხელფასი დაენიშნება.
მერის არჩევნების კამპანია გაგრძელდება 5 ივნისამდე.
https://www.youtube.com/watch?v=B1EBVO3CgO8
R