მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!

მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს?!

ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და მისგან მიღებული სავალალო შედეგები გარემოს დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო ხშირად გვაფიქრებს. მეცნიერების აზრით, თუკი ამჟამინდელი თაობა არ შეამცირებს ატმოსფერული ნახშირორჟანგის გამოყოფას, მათ ისეთი ექსტრემალური კატაკლიზმების ატანა მოუწევთ, როგორიცაა მიწისძვრები, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ეკოსისტემას რომ დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, უცხო აღარავისთვის არის, მაგრამ როგორ, ამაზე კაცობრიობა ჯერ კიდევ ფიქრობს. ფაქტია, რომ არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეს სწორი გამოყენება სჭირდება.

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ნოდარ ცერცვაძე უკვე წლებია გეოთერმული ენერგიისგან მიღებული ცხელი წყლით მოსახლეობის მომარაგების პროექტზე მუშაობს და მის დაფინანსებას მთავრობისა თუ კერძო ინვესტორებისგან ჯერჯერობით უშედეგოდ ელის. ამბობს, რომ სწორი დაგეგმარების პირობებში, მიწისქვეშ არსებული ულევი რესურსი (გეოთერმული წყლები) მთელი თბილისის გათბობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, რითაც მოსახლეობას ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

- პირველ რიგში აგვიხსენით, რას გულისხმობს პროექტი და რამდენად რეალურია მთელი თბილისის გეოთერმული წყლების საშუალებით გათბობა?

ნოდარ ცერცვაძე: "დღევანდელი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, ძალიან პოპულარული გახდა და განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ე. წ. ენერგიის განახლებადი წყაროები: ქარი, მზე, ზღვის ტალღები, მდინარეები და ჩვენთვის ამჟამად ყველაზე საინტერესო, გეოთერმული ენერგია. გეოთერმული სითბო ულევი და ამავდროულად ყველაზე იაფი განახლებადი ენერგიის წყაროა. რაც მთავარია, ამით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, ძალიან მდიდარია. შავი ზღვიდან მოყოლებული 44 ცხელი წყლის აბანო გვაქვს, საიდანაც 30 გრადუსიდან 112 გრადუსამდე ცხელი წყალი ამოდის. მიწის სიღრმული სითბო, რომელიც მიწისქვეშა წყლებს ზედაპირზე ამოაქვს, ჩვენ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ. პროექტის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში უნდა გაკეთდეს ერთმანეთისგან მცირედით დაშორებული, 3 ათას მეტრი სიღრმის ორ-ორი ჭაბურღილი. ჭაბურღილიდან წყალი შევა მომხმარებელთან, შემდეგ კი ეს გაციებული წყალი, რომელსაც წავართვით სითბო, უკან, მეორე ჭაბურღილში ჩაიღვრება. ეს იმისთვის, რომ წყალი არ დაიხარჯოს, არ შემცირდეს მისი რაოდენობა. გამოდის, რომ ფაქტობრივად, ეს საბადო დაკეტილი გვაქვს. ასეთი გეოთერმული სადგურის თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება.

- რამდენი ჭაბურღილის შექმნაა შესაძლებელი თბილისში და რა სიღრმეზეა განლაგებული მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარი?

- გეოთერმული წყლები 2-3 ათასი მეტრის სიღრმეზე ცხელდება. თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა შედგენილია. ის გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. მიწისქვეშა წყალშემცველი ჰორიზონტები ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

გაგრძელება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

პანდემიის პერიოდში "შუმის" ღვინომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა