"საქართველოში "ფეშენ ვიკი" იმისთვის კეთდება, რომ ვიღაცები ვნახოთ და გადავკოცნოთ" - რით "აგდებს ისტერიკაში" ქმარს სალომე გოგიაშვილი

"საქართველოში "ფეშენ ვიკი" იმისთვის კეთდება, რომ ვიღაცები ვნახოთ და გადავკოცნოთ" - რით "აგდებს ისტერიკაში" ქმარს სალომე გოგიაშვილი

ყოფილი ტელესახის, სალომე გოგიაშვილის გარდერობი მას შემდეგ, რაც მეოთხე შვილის დედა გახდა, საგრძნობლად შეიცვალა. სალომეს თქმით, ეს არა წონის, არამედ ოთხშვილიანი დედის სტატუსის დამსახურებაა, რაც სტილში გარკვეულ კორექტივებს მოითხოვდა. ყოფილი ტელეწამყვანი "სარკესთან" ინტერვიუში სამოსზე, შოპინგზე და თბილისურ მოდაზე საუბრობს:

"მოდის კვირეულზე არასოდეს ვყოფილვარ. არ მომწონს, რაც დღეს იქ ხდება... კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ. ინტერნეტით რასაც ვუყურე, ცუდად გავხდი. არ ვიცი, ამ ყველაფერს რა შემიძლია დავარქვა. საქართველოში "ფეშენ ვიკი" ხომ იმისთვის კეთდება, რომ იქ ვიღაცები ვნახოთ და გადავკოცნოთ, მაგრამ მე ეს ყველაფერი აღარ მახალისებს... რაღაცას რომ ვყიდულობ, ქმარს აუცილებლად ვაჩვენებ და მის გემოვნებასაც ვითვალისწინებ, რადგან ვახოს გემოვნება ძალიან მომწონს... ორჯერ მიყიდა კაბა და ძალიან მომეწონა. ვახოს ურჩევნია, ფული მომცეს და თავად ვიყიდო. ჩემი შოპინგის პროცესი ისეთი დამღლელია, შეიძლება ისტერიკაში ჩავარდეს, სანამ კარგად არ გავისინჯავ, ყველა მეგობარს არ ვკითხავ, მიხდება თუ არა, იქამდე არ ვყიდულობ. მე და ვახო შოპინგზე ერთად მხოლოდ საზღვარგარეთ დავდივართ. იქაც მაღაზიაში სკამს ითხოვს, ჯდება და მელოდება, როდის ავარჩევ რამეს".

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"ქართველი მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს პაციენტების გადასარჩენად,  ამის კეთება  შეზღუდული რესურსის პირობებში არის გმირობა" - ექიმი ცოლ-ქმრის რჩევები დიდი ბრიტანეთიდან