მერიის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა

მერიის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა

ქავთარაძის ქუჩაზე, მერიის თანამშრომელი, მერიის კუთვნილი ავტომანქანით, ქვეთად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლი არ მიმალულა, დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

იხილეთ ვიდეო

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია