IDS ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს.
ორმხრივი მემორანდუმის თანახმად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა იზრუნოს ქვეყანაში რეგიონული ტურიზმის განვითარებაზე. ქართული რეგიონული კულინარიის წარმოჩენითა და პოპულარიზაციით რეგიონული ტურიზმისა და უფრო ზუსტად გასტრონომიული ტურიზმის წახალისება "ბორჯომის" მიერ შექმნილი ახალი ქართული გასტრონომიული პორტალის მთავარი მიმართულებაა.
გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანია „ბორჯომთან“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდია და მრავალი წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს სხვადასხვა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანში საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით. „ბორჯომი“ აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხელს შეუწყობს გასტრონომიული ტურიზმის წახალისებას, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე როდესაც ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, როგორც იცით 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა, რაც 14,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით“.

ზაზა კიკვაძე - IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი
ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია.საქართველოში. ტურიზმის და განსაკუთრებით რეგიონული ტურიზმის განვითარება ცხადია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტების, მათ შორის „ბორჯომის“ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ტურისტებს იზიდავთ ქართული სამზარეულო; „ბორჯომი“ და ქართული სუფრა კი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია.
R
//