დიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ავტომობილს შეეჯახა

დიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ავტომობილს შეეჯახა

თბილისში, დიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია