"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი

"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი

მსახიობ თათია სამხარაძის შემდეგ შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ფოტომოდელი ემილია სისაური "მუზიქ ბოქსთან" საუბრისას აცხადებს, რომ

შალვა რამიშვილისგან მიიღო შეთავაზება სექსუალური ურთიერთობის თაობაზე.

"ახლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა შალვა რამიშვილზე. მქონდა ასეთი  შემთხვევა, უნდა გამოსულიყო სერიალი და შალვამ მითხრა, რომ მასთან თუ არ დავამყარებდი სექსუალურ ურთიერთობას, ჩემი და მისი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა. ძალადობა ჩემს მიმართ ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ შემომთავაზა და მე ამაზე ვუთხარი უარი. მითხრა, ჩემგან უფასო გაკვეთილი გქონდესო ის, რომ როდესაც საქართველოში პრეტენზია გაქვს იყო მსახიობი, სექსუალური ქალი, აუცილებლად პროდუსერმა უნდა გაგსინჯოსო", - ამბობს ემილია სისაური.

თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი ეხმაურება:

"ცოტა ვრცელი პოსტი.

ეს პოსტი ინსპირირებულია ბრალდებებით, რომელიც შალვა რამიშვილს წაუყენეს ქალებმა. ახლა ტასო ბარნოვას კიდე ერთი გოგო დაემატა. მე არ გავაკეთებ ცენტარულ აქცენტს კონკრეტულ ტიპებზე და ტექნიკურ საკითხებზე, მე მინდა ლიბერალურ ფემინიზმს შევეხო ამით.

შალვა რამიშვილი ჩემთვის არის ისეთივე კალიბრის ფიგურა, როგორიცაა 'უფლებამდაცველი' მაცაცო. შალვა არის თაღლითი და ჩემთვის არაპატივსაცემი კაცი, ერთი რაც ქონდა ნიჭი იყო და ისიც რადიო 105 ში დატოვა, ნუ მერე 'აკრედიტაციის გარეშე' გაუვარდა. ტასო ბარნოვა რავიცი ისეთივე გოგო მგონია როგორებსაც დაცინის. მარა საქმე სხვა რამეშია, საქმე არის ბაია პატარაიაში და ნინია კაკაბაძეში, რეაქციონერ ლიბერალ ფემინისტებში, რომლებიც გამოირჩევიან ზედაპირული ანალიზით და მხოლოდ შედეგების კრიტიკით, მიზეზები კი ეპარებათ.

სექსუალური შევიწროვება ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ძალადობაა აგრეთვე ქალის სექსუალობის კომერციალიზაცია, რომელიც მძლავრ დისკურსს და ტერიტორიას ქმნის ქალის გასაგნებისათვის, ობიექტივიზაციისთვის. აი რაც შემდეგ ხდება, ესაა სექსუალური შევიწროვვება, და მხოლოდ ამის კრიტიკა, ამაზე ყვირილი იგივეა, რაც კუჭის პრობლემების გამო სახეზე გაყრიდეს და მხოლოდ სახეს მკურნალობდე.

ცოტა შორიდან

ლიბერალურმა წესრიგმა ქალი წარმოაჩინა, როგორც საქონელი, სექსის ბაზარზე, ისე რომ ეს ძალადობად არ მიიღო.

მაგალითად, თუ დასავლეთში ქალი აღმოსავლელი ქალის მიერ ჩადრის ტარებას ჩაგვრად აღიქვამს, და თავისუფლებად - არჩევნის თავისუფლებას, მუსლიმი ქალის შემთხვევაში ჩადრი შესაძლოა პირადი არჩევანი იყოს მამის, ქმრის და ისლამური კოლექტივის დაძალების გარეშე. ამაზე კარგი მაგალითი მოჰყავს ჟიჟეკს (ის აღარაა ნიშანი მათი კუთვნილებისა მუსლიმურ საზოგადოებაში, არამედ მათი იდიოსინკრატული ინდივიდუალობის გამოხატულება. განსხვავება ისეთივეა, როგორც ჩინელ ფერმერს, რომელიც ჩინურ საკვებს ჭამს იმიტომ, რომ მის სოფელში ასე იქცევიან უხსოვარი დროიდან და დასავლური მეგაპოლისის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ წავიდეს და ივახშმოს ადგილობრივ ჩინურ რესტორანში.)

აქ ასევე ერთვება გლობალური სეკულარული კულტურაც, რომელიც ამბობს, რომ რელიგიური ატრიბუტები უნდა გადავიდნენ პირად სივრცეში, შესაბამისად ჩადრი საჯარო სივრცის ნაწილია და ამიტომაც არის ჩაგვრა ამიტომაც დასავლეთი ამას ვერ იგებს, იმიტომ რომ ჩადრი გაბატონებული მოცემულობაა, ხოლო თუ დასავლელი ქალი კოსმეტიკურ იმპლანტებსა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, რათა კონკურენტული დარჩეს სექსის ბაზარზე და ამას არჩევნის თავისუფლებით ამართლებს - ეს არაა ძალადობა..

არადა ესაა ჩვეულებრივი ირიბი ძალადობა, სადაც სურვილის აღძვრით, პრესტიჟის ნიშნების ფლობით და ა.შ. ხდება შეტყუება ადამიანების. ესაა ტერიტორია სადაც ქალი, არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც სახმარი ღირებულება ისეა წარმოჩენილი. მისი საქმეა იყოს სექსუალური, აღძრას სურვილები და მისი იდენტობა დადიოდეს მხოლოდ სექსუალობამდე. იგივეა სამოდელო ბიზნესიც, ისინი არიან გასაგნებულები, აქვთ კოშმარული სიბერე, რადგანაც კარგავენ მთელ ცხოვრებას და ვერ ეგუებიან ცხოვრების კანონზომიერებას - დაბერებას, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს და ხანდახან ფატალურ შედეგებამდეც მიდიან.

ვულგარული სექსუალურობა ესაა, როდესაც იცი როგორ ჩაიცვა, როგორ გამოაჩინო კონკრეტული მომენტები და ეს ისეთი კომუნიკაციის ნაწილია, სადაც გასცემ სიგნალებს, იმპულსებს და შემდეგ შესაბამის რეაგირებას უკვე ლეგალისტურ კატეგორიას მიანდობ, იცი რომ დისკურსი ხელს გაძლევს და გაგამართლებს და ქალზე ძალადობად აღიქმება ეს ყველაფერი.

საკითხი უფრო კომპლექსურია, ჩვენ არამხოლოდ სექსუალური შევიწროვება, არამედ ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება, თორე მერე ვვარდებით ისეთ კომიკურ სიტუაციებში, როგორიცაა ლამაზი და ჩერჩეტი გოგოების მხრიდან წუწუნი, რომ მათ სულს არავინ აფასებს და ა.შ. როგორ უნდა დაფასდეს, როცა სცენაზე წარმოდგენილი ხარ როგორც პროდუქტი, სამყაროში ერევი, როგორც მხოლოდ კონკურენტუნარიანი ორგანიზმი სექსის ბაზარზე.

ეს ყველაფერი იქით იყოს და აი ზურაბ კაკაბაძე, კარგი ქართველი ფილოსოფოსი რას წერს ამაზე.

"ერთი შეხედვით, ეს, უბრალოდ, ტანსაცმლის მოდაა, რომელსაც სხვა არაფერი განსაზღვრავს და ამოძრავებს, თუ არა საკუთარი შინაგანი მოტივი - გარეგნობის შელამაზების მოტივი. (...) ვითომცდა ეს ქალის გარეგნობის შელამაზების მოდაა, ვითომცდა ამას სხვა არაფერი განსაზღვრავს, თუ არა ესთეტიკური მოტივი (...). ტანსაცმლის დამოკლება-დავიწროებას სრულიად გარკვეული საზღვარი უდევს, რომლის გადალახვისას მთავრდება გარეგნობის შელამაზების ესთეტიკური ღონისძიება და თავისებური დეეროტიზებული სექსუალური ორგია იწყება. `ულტრამინიმოდის პირობებში მამაკაცი ყოველდღე და ყოველ საათს, ქუჩასა თუ რესტორანში, საკონცერტო დარბაზსა თუ საკანცელარიო ოთახში, ყოველგვარი წინასწარი დისტანციის გარეშე და თანაც ნაირ-ნაირ ქალთან უშუალოდ შედის სექსუალური ალერსის ურთიერთობაში ისე, რომ წუთით დაყოვნებას ვერ ასწრებს, რათა თვალებში მაინც ჩახედოს რომელიმე მათგანს, ოდნავ მაინც იგრძნოს და განიცადოს ქალი-პიროვნება."

აი ეს გოგოც, პირადულად არავის ვერჩი, რა თქმა უნდა, მეტიც არასდროს მიზიდავდა ასეთი სექსუალობა ქალში, უბრალოდ მისი სახეხატიც ისაა, რაც ზემოთ დავწერე. ეს ცოტათი გავს იმ ამბავს, როდესაც ხარს წითელ ფერს აუფრიალებ, ხარი გამოიწევა და შენ ყვირი რატომ არაა ხარი დემოკრატიულიო. რა თქმა უნდა, ადამიანები ხარისგან და ცხოველისაგან იმით განვსხვავდებით, რომ შეგვიძლია მოთხოვნილებების გადავადება, უარის თქმა საკუთარ სურვილებზე და ა.შ. უბრალოდ როდესაც ვაკრიტიკებთ მხოლოდ სექსუალურ შევიწროვებას გავაკრიტიკოთ ქალის გასაგნებაც, ვიყოთ მარქსისტები!!! :) :)

ფემინიზმი ლიბერალურ პარადიგმაში ვერ განხორციელდება, ეს იქნება უკიდურესად სუროგატი რამ, ნაძალადევი. ფემინიზმის ადგილი მხოლოდ მარქსიზმთან ერთადაა!".

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, შალვა რამიშვილი ახორციელებდა სექსუალური ხასიათის შევიწროვებას" - "ტასო ბარნოვას" პირველი საჯარო კომენტარი სკანდალზე

რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"