ავტობუსისა და დასუფთავების სამსახურის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტობუსისა და დასუფთავების სამსახურის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დასუფთავების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანისა და მუნიციპალური ავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში მოხდა, ხოლო დაშავებულებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია