ცხინვალში პრეპარატ "ლირიკას" შეტანის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

 ცხინვალში პრეპარატ "ლირიკას" შეტანის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი 500 ათასი რუბლის (დაახლოებით 18 ათასი ლარის) ღირებულების კონტრაბანდული და ფსიქოტროპული ნივთიერების "ლირიკას" შეტანის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დაკავება ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ გამშვებ პუნქტზე მოხდა.

ავტომანქანაში 1378 კაფსულა აღმოაჩინეს. დაკავებული მამაკაცი ცხინვალელია და მისი საქმე სასამართლოს გადაეცა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი