სალომე ბაკურაძე ბიჭის დედა გახდა

სალომე ბაკურაძე ბიჭის დედა გახდა

მომღერალი სალომე ბაკურაძე დედა გახდა. პატარა ბიჭუნა ერთი საათის წინ დაიბადა. სალომესთვის ეს პირველი შვილია, მისი მეუღლისთვის, ლაშა ბასლანძისთვის კი მეორე, მას პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. წყვილს შვილის დაბადებას მეგობრები სოციალურ ქსელშიც ულოცავენ. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში სალომემ აღნიშნა, პატარას ალექსანდრეს დაარქმევენ, რადგან ამ სახელს მისი მეუღლისთვის, რომელიც იტალიური ფეხბურთის ფანია, სხვა დატვირთვაც აქვს: "იუვენტუსი", ალესანდრო დელ პიერო, მოკლედ მთელი იტალიაა ჩართული ამ სახელში".

მომღერალი ორსულობის ამბავს შვიდი თვის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ჟურნალ OK!-ს ინტერვიუში გაუმხილა და ორსულმა ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. სალომე ამბობს, რომ მუცელი არ ეტყობოდა, ამიტომ ისარგებლა ამ შემთხვევით და ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს მთელი 7 თვის მანძილზე დაუმალა სასიხარულო ამბავი.

მეუღლეს, პროდიუსერ ლაშა ბასლანძეს სალომემ ძალიან საინტერესო ხერხით შეატყობინა ორსულობის შესახებ: "დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ლაშამ გამოიწერა "პირლოს" საბავშვო ბოდე "იუვენტუსის" ემბლემით, რომელიც საკუთარ პერანგებთან ერთად დაკიდა და თქვა, როცა შვილი გვეყოლება, ამას ჩაიცვამსო. აი, სწორედ მაშინ,

როცა ჩემი ფეხმძიმობა შევიტყვე, ლაშა სამსახურში იყო, გადავუღე ფოტო ბოდეს და ლაშას გავუგზავნე წარწერით: "მოემზადე!" - ყვება სალომე OK!-სთან ინტერვიუში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია