ბერი გაბრიელ სალოსის #144-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, ხანძარი ძველ საბურავებს გაუჩნდა, რის შედეგადაც წარმოქმნილი ძლიერი დაკავამლიანების გამო რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.