„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ყველაზე მასშტაბურ საქორწილო შოუს მასპინძლობს

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ყველაზე მასშტაბურ საქორწილო შოუს მასპინძლობს

14 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ზღვასთან მდებარე 5* სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საქორწილო გამოფენა/შოუ გაიმართება. საქორწილო გამოფენა შოუს ფორმატით საქართველოში პირველად ტარდება, სადაც მონაწილეობას იღებს ყველა ის კომპანია, ვინც დასაოჯახებელ წყვილებს საქორწილო ინვენტარს, პროდუქციას, ან სერვისს სთავაზობს. ივენთზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, შეარჩიონ ქორწილისთვის მუსიკალური შემსრულებლები, მოცეკვავეები, ყვავილები, საქორწილო ტორტები, ფოტოგრაფები, შოკოლადის შადრევნები, საქორწილო კაბები, ივენთ კომპანიები, სამკაულები, სილამაზის სალონი და სხვა.

ღონისძიების ორგანიზატორი თავად სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისია“, მხარდამჭერები კი ივენთ კომპანია „ვანილა ვედინგსი“, ყვავილების კომპანია „პაპავერო“ და კაბების სალონი „დრესკოდი“.

საქორწილო გამოფენა/შოუში სტუმრებს შეეძლებათ „ჰოთელს & პრეფერენსის“ შეფმზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ და სასტუმროს მიერ შეთავაზებულ საქორწილო მენიუებს გაეცნონ.

შოუზე სტუმრებს საინტერესო და განსხვავებული საქორწილო პროგრამა ელით. ასევე, ღონისძიება ბევრი სასიამოვნო სიურპრიზით იქნება დატვირთული. ივენთის გასართობი ნაწილი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოში პირველი სასტუმროა ყველაზე მასშტაბური ღონისძიებათა დარბაზით. სასტუმრომ უკვე რამდენიმე მასშტაბურ ქორწილს უმასპინძლა და ამ მიმართულებით აქტიურად პოზიციონირებს.

სასტუმროს შესახებ

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, ჰოთელს & პრეფერენსის პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული ბიზნეს კლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ გთავაზობთ 246 დახვეწილი დიზაინის, კომფორტულ ოთახებს, სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს „Be CHIC“, ჩინურ რესტორანს „ENSEMBLE” და ყველაზე მასშტაბურ, ბიზნეს კლასის რეკრეაციულ ცენტრს „Be PURE” 25 მეტრიანი საცურაო აუზით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპორტული დარბაზითა და საქართველოში პირველი 3D სიმულაციური გოლფით. შემოდგომიდან სასტუმროში სპორტული ბარი და ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი