რუსეთში ნაყინი ”ობამკა” გამოუშვეს

რუსეთში ნაყინი ”ობამკა” გამოუშვეს

რუსული კომპანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის მოგვარებას ნაყინის ახალი სახეობის - ”პატარა ობამას” გამოშვებით ცდილობს. რუსულად ნაყინს ”ობამკა” ქვია, არის ესკიმოს სახეობის და შეფუთვაზე აფრიკელი მომღიმარი ბიჭუნა ახატია, რომელსაც საყურე უკეთია და ნაყინი უჭირავს ხელში.

კომპანია ”სლავითსა” აცხადებს, რომ მათი ნაწარმი ბავშვებზეა გათვლილი და სახალისო პერსონაჟებს წარმოადგენს. ”სხვადასხვა გემო და შეფერილობა ნაყინს წარმოაჩენს, როგორც ჩვენს ირგვლივ მცხოვრები სხვადასხვა რასის ადამიანების სიმბოლოს. ნაყინის სახელი დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ეს პროდუქტი ბავშვებისთვისაა და პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება”, - აცხადებენ კომპანიაში.

საწარმო ”სლავითსა” კრასნოიარსკში მდებარეობს. გასულ თვეს ქალაქმა ყურადღება მიიპყრო იმით, რომ იქ პუტინისადმი მიძღვნილი კაფე გაიხსნა, სადაც კედლები რუსეთის პრეზიდენტის ფოტოებითაა სავსე. კაფის საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდზე კი ბარაკ ობამას სახეა გამოსახული, ფეხის საწმენდად კი ამერიკის დროშის გამოსახულება არის დაფენილი.

მომზადებულია reuters.com-ს მიხედვით.

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა