სად და როგორ გავერთოთ თბილისში?

სად და როგორ გავერთოთ თბილისში?

რეკრეაცია, გართობა, დასვენება თუ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარება ნებისმიერი ადამიანისთვის ბუნებრივ საჭიროებას წარმოადგენს. თუმცა არც ისე ადვილია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც გარემოც, მომსახურებაც და მენიუც ისეთი იქნება, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ინდივიდუალური სურვილების დაკმაყოფილება შეძლოს. AMBEBI.GE დაინტერესდა, სად იკრიბებიან ქართველი ცნობილი სახეები დასასვენებლად ან, უბრალოდ, სასიამოვნო საათების გასატარებლად.

როგორც აღმოჩნდა, რესტორან-ლაუნჯი "Floor 8" ის ადგილია, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ქართულ საზოგადოებაში პოპულარული სახეები: მუსიკოსები, შემსრულებლები, მსახიობები თუ არტისტები და სასიამოვნო დროს ატარებენ.

მარგო ლუჩკო "Floor 8"- ში აღნიშნულ საკუთარ დაბადების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ "Floor 8"-ს ხშირი სტუმარია, რადგან ამ რესტორან-ლაუნჯში ყოველთვის განსაკუთრებული გარემო ხვდება.

"ჩემი დაბადების დღე "Floor 8"- ში აღვნიშნე. იცით, რატომ ავირჩიე? მანდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ ყველა გამიგებს, არაფერი ცუდი არ მოხდება. ჩემს დაბადების დღეზე ლათინური საღამო იყო. ბევრი ცნობილი სახე იყო. თითქმის დილამდე გავერთე", - ამბობს მარგო ლუჩკო.

მუსიკოსი კახა ცისკარიშვილი თბილისში ხშირად არ იმყოფება. ადგილის დასახელება, სადაც ხშირად დადის, მისთვის მარტივი არ არის. თუმცა მუსიკოსი "Floor 8"- ს სასიამოვნო გარემოდ ახასიათებს:

"ხშირ შემთხვევაში, თბილისში არ ვარ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სადმე ხშირად დავდივარ, "Floor 8"-ში შემსრულებლის ამპლუაში ვიყავი, კარგი დრო გავატარეთ. კარგი გარემოა ძალიან. თბილისში ერთ-ერთი სასიამოვნო ადგილია", - ამბობს მუსიკოსი.

რესტორან-ლაუნჯში ხშირად იმართება სხვადასხვა მომღერლების კონცერტები, ესენია: ქუჩის ბიჭები, მწვანე ოთახი, დათო გომართელი, თეატრალურის კვარტეტი, დათო არჩვაძე, ლოლიტა. ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს უკრავენ ისეთი ცნობილი ბენდები, როგორიც არის: EVENING PROJECT, დათო ილურიძის ბენდი, NO COMMENT, The Five. New one, GOOFY LAND. აქ ასევე მღერიან ალა ბერიძე და დუეტი კერეონი. რესტორან-ლაუნჯს ასევე ყავს რეზიდენტი DJ - ათუკა.

რესტორან -ლაუნჯი 2016 წლის 29 იანვარს გაიხსნა და სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს:

"აქ ყოველდღე ცოცხალი მუსიკაა. არაჩვეულებრივი ხედებია მთელს ქალაქზე, ღია ტერასები და ევროპულ-ქართული სამზარეულო", - აცხადებენ რესტორან- ლაუნჯ "Floor 8"-ში. თუმცა განსაკუთრებით ალბათ, რესტორნის ვერანდების მომხიბვლელობა უნდა აღინიშნოს. ვერანდებიდან თბილისის მრავალფეროვანი ხედები იშლება, რაც სტუმრისთვის კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც "მე-8 სართულის" სტუმრობა, ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად იქცევა.

საინტერესო სიხალეა ის ფაქტი, რომ 21 მაისს თბილისში ჩამოსულ DJ Axel Thesleff-ს სწორედ რესტორან ლაუნჯი "Floor 8" უმასპინძლებს. DJ საქართველოს პირველად ესტუმრება:

"ის ძალიან პოპულარულია საქართველოში და პირველად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი საღამო ელით",- აღნიშნავს ტატა ავალიშვილი.

რესტორნის ფეისბუქ გვერდი

თამარ კორკოტაშვილი, AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი