რა საკითხებს განიხილავს მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი, რომელიც თბილისში იმართება

რა საკითხებს განიხილავს მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი, რომელიც თბილისში იმართება

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი იმართება. კონგრესი სახელწოდებით "ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი" საქართველოში პირველად იმართება და როგორც მე-10 მსოფლიო ოჯახის კონგრესის თავმჯდომარემ ლევან ვასაძემ განაცხადა, კონგრესის საქართველოში ჩატარება სასიხარულო მოვლენაა.

იხილეთ ვიდეო| "ყველაზე მეტ დედას და მამას აშორებს თქვენი საყვარელი ლიბერალიზმი" - რა ხდებოდა ფილარმონიაში მსოფლიო საოჯახო კონგრესზე

"ბოლო კონგრესი ჩატარდა შეერთებულ შტატებში, მანამდე ჩატარდა სიდნეიში, ესპანეთში, დღეს ის ტარდება თბილისში და ძალიან გვიხარია, რომ გვყავს უამრავი სტუმარი, სენატორები, ბიზნესმენები, წაიკითხავენ ჯორჯ ბუშის მოსალოც წერილს და რაც მთავარია, ესწრება პატრიარქი. ჩვენთვის ეს არის დიდი დღესასწაული", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, "კონგრესი ოჯახის შესახებ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობის": "როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი - დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ", - აღნიშნა უწმინდესმა.

კონგრესზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ტრადიციული ოჯახის, ოჯახური ღირებულებების, მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ ამერიკელი, პოლონელი, მოლდოველი, რუსი, იტალიელი, ნიგერიელი და ესპანელი სტუმრები. რაც შეეხება მოხსენების თემებს, სტუმრებმა წარმოადგინეს საკითხები, მათ შორის იყო: "ტრადიციული ოჯახი გრძნობით აღსავსე სამყაროში" (დოქტორი ალან კარლსონი, აშშ); "ლიბერალიზმით ერთიანი უკმაყოფილება: მოსაზრებები მზარდი საერთაშორისო კონსერვატიული მოძრაობის შესახებ" (ბრაიან ბრაუნი, აშშ); "განსხვავებული შეხედულებები სკოლაში სქესობრივ განათლებაზე: ევროკავშირი და სხვა ქვეყნები" (ნატალია იაკუნინა, რუსეთი); "მომავალი თაობების აღზრდა სათნოებითა და ღირსებით" (კრისტინა დე მარსელუს დე ველმერი, ვენესუელა) და სხვა.