ტრენინგ-ცენტრი Georgian Business School ქართული ბიზნეს სკოლა ორდღიან სემინარს ატარებს

ტრენინგ-ცენტრი Georgian Business School ქართული ბიზნეს სკოლა ორდღიან სემინარს ატარებს

ფინანსისტთა ჯგუფის გარშემო დარსებული შპს "ფორმენი", რომელიც 2007 წელს დაფუძნდა, უკვე მეცხრე წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ბიზნეს ჯგუფებისათვის საფინანსომომსახურებასასევე წარმატებით ახორციელებს. კერძოდ, გასულ წლებში, შპს `ფორმენის~ საფინანსო მომსახურებით, ბუღალტრული მომსახურებითა და საგადასახადო კონსულტაციით 100-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ამ დროისთვის ორგანიზაციაში 40-ამდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტიადასაქმებული. ამასთან, ორგანიზაცია ინტენსიურად თანამშრომლობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ატარებს შიდა ტრენინგებს და მაქსიმალურად მოტივირებულია წინსვლისთვის. ამის ნათელი მაგალითია, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების (მშენებლობა, მომსახურება, ტურიზმი, წარმოება და სხვა) ერთგულ კლიენტთა წარმომადგენლობითი რაოდენობა. ამ მხრივ მოწინავე კომპანიებად შეიძლება დასახელდეს შპს აგრიკომი, შპს გლობალ მილინგი, სს ელმავალმნებელი, შპს ლთბ, ვივა ჯგუფი, შპს ელიფ ტექსტილი,შპს ს&რ 1969,შპს მუზენიდის თრეველ, შპს ჯი & ჯი პროდაქშენი... 2016 წელს კომპანიამ სიახლეებზე გადაწყვიტააქცენტირება, _ გვინდა ჩვენი გამოცდილება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ფინანსურ სფეროში მოღვაწე პირებს გავუზიაროთ;ასევე, გავუკვალოთ გზა და მოვამზადოთ დარგის მომავალი სპეციალისტები.

სწორედ ამისთვის დაარსდატრენინგ-ცენტრი Georgian Business School/ქართული ბიზნეს სკოლა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეისწავლონ ან აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგ სპეციალობებში: _ ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური რეპორტინგი და ანალიზისაქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლები, საგადასახადო დაბეგვრა, ზოგადი სამართალი, მათემატიკა ბიზნესში, ბიზნესის შეფასება. ცენტრში მოწვეულნი არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე საუკეთესო სპეციალისტები: _ ირაკლი ხაბეიშვილი, თეა კბილცეცხლაშვილი, მერაბ მიქელაშვილი,კონსტანტინე გორბატკოვი, ვახტანგ ცხომელიძე, თემური მაქაცარია, დავით ასლანიშვილი, მარიამ ქოიავა... რაც შეეეხება, ცენტრის პირველ აქტივობას, ეს არის ფინანსური მართვის ორდღიანი პრაქტიკული სემინარი, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს სემინარის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ბმულზე https://www.facebook.com/events/1779402922296148/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი