ჯინსის დაბადების დღე

ჯინსის დაბადების დღე

ჯინსი 143 წლის ხდება!

დიახ, სწორედ 1873 წლის 20 მაისს ბიზნესმენმა ლევი სტრაუსმა (Levi Strauss) და მკერავმა ჯეიკობ დევისმა მიიღეს პატენტი, რათა დაემზადებინათ პირველი ჯინსი ისეთი სახით, როგორც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ. ასე ჩაეყარა საფუძველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, ლურჯი ჯინსის შექმნას! მსოფლიოში გავრცელებული და მიღებული ვერსიით, სწორედ აღნიშნული დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ.

ლევი სტრაუსი წამოშობით ბავარიიდან იყო, თუმცა, 1847 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გაემგზავრა. სწორედ ნიუ ორკში და შემდგომ სან ფრანცისკოში მან ხელი მიჰყო სამოსის ბიზნესს, რომელიც ეტაპობრივად განვითარდა. 1872 წელს, ნევადელმა მკერავმა, ჯეიკობ დევისმა, სტრაუსს მისი იდეის შესახებ მიწერა, რომელიც შარვლის ახალი მეთოდით დამზადებას გულისხმობდა. აღნიშნული მეთოდი შარვალს ბევრად უფრო გამძლეს გახდიდა. სტრაუსი და დევისი პარტნიორობაზე შეთანხმდნენ და ინოვაციის, ლურჯი ჯინსის შექმნას შეუდგნენ. მალევე მომხმარებელს Levi’s-ის ჯინსები წარუდგინეს.

საქართველოში პირველად “ლურჯი ჯინსის” - Levi’s-ის ბრენდული მაღაზია 1994 წელს „დრესაპ ჯგუფმა“ გახსნა. აღსანიშნავია, რომ „დრესაპ ჯგუფი“ არა მარტო Levis-ის, არამედ Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-სა და Mavi-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

ირაკლი მკერვალიშვილი, "დრესაპ ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი:

„დღესდღეისობით ლურჯი ჯინსი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელია ნაწილია. ჯინსები მთელს მსოფლიოს აერთიანებს - ქალს, კაცს, ბავშვს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველოში წარმოვადგენთ ჯინსის ისეთ ბრენდებს, რომელთაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. მაგალითად, LEE – 127 წლისაა, Wrangler - ის ისტორია 119 წლის წინ იწყება, რაც შეეხება Levi’s-ს, მისი „ლურჯი ჯინსი“ 143 წლის იუბილეს აღნიშნავს 20 მაისს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენს მომხმარებლებს მთელი კვირის განმავლობაში ვთავაზობთ აქციას: 20% ფასდაკლება, შარვლის ნებისმიერ შენაძენზე ახალი კოლექციდან. აქციით სარგებლობა შესაძლებელია „დრესაპ ჯგუფის“ ყველა იმ მაღაზიაში, სადაც ჯინსები არის წარმოდგენილი, ესენია: Levis, Lee & Wrangler, Mavi და Jeans Gallery.

ამასთან ერთად, ნებისმიერი მომხმარებელი, ყოველ 250 ლარის შენაძენზე ახალი კოლექციიდან მიიღებს 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის გამოყენება უკვე ფეხსაცმლის ახალ კოლექციებზე იქნება შესაძლებელი.

ახალი კოლექციების დათვალიერება კი ჩვენს ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზეც არის შესაძლებელი- www.dressup.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი