"მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?

 "მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?

კომპანია "მაგთიკომმა" სტანდარტული ტარიფის ღირებულება გაზარდა - 1 წუთი 24 თეთრით განისაზღვრა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. არც ისე დიდი ხნის წინ, "მაგთიკომმა" კომპანია "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა და გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ინტერნეტმომხმარებლებსაც გაეზრდებათ ტარიფი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბა) საზოგადოება ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. თუმცა ერთი თვის წინ, 1 წუთის ღირებულება 14 თეთრით მხოლოდ "ბანის" აბონენტებისთვის უნდა გაზრდილიყო და 10 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი გამხდარიყო. ახლა კი ირკვევა, რომ ტარიფები ზოგადად "მაგთის" აბონენტებისთვის იზრდება. აფბა-ს წევრებს მიაჩნიათ, რომ "მაგთიკომი" 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლისტი იყო.

"მაგთიკომის" წარმომადგენლების განცხადებით, ტარიფის ზრდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას მოჰყვა. თუმცა ეკონომიკის ექსპერტებს სწორედ ამგვარი ახსნა აეჭვებთ, რადგან მობილური ოპერატორების ბაზარზე რეალურად მხოლოდ სამი კომპანია - "მაგთი", "ჯეოსელი" და "ბილაინი" ოპერირებს და მათ შორის კონკურენცია არც ისე მაღალია. შესაბამისად, სწორედ იმ მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მობილური მომსახურების ტარიფები ყველაზე მაღალია.

მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" კომპანია "კავკასუსონლაინის" აქტივები შეიძინა, ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, ის ამ ბაზრის უპირობო მონოპოლისტი გახდა. საზოგადოება და ცალკეული ექსპერტები ხელს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისკენ იშვერენ და შესაბამის რეაგირებას სთხოვენ. გაზეთ "ვერსიას" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი ესაუბრება: "ვიდრე "მაგთიკომი" "კავკასუს ონლაინის" აქტივებს შეიძენდა, კომისიამ ვრცელი კვლევა ჩაატარა, თუ რა შესაძლო გავლენა ექნებოდა ამგვარ ტრანზაქციას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ტრანზაქცია არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევდა, რადგან მართალია "მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელი ოპერატორია, მაგრამ ამავდროულად "კავკასუს ონლაინიც" ფიქსირებული, ინტერნეტ, სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს. რაც მთავარია, "კავკასუს ონლაინს" გარკვეული ვალდებულებებიც ჰქონდა, მათ შორის, სატარიფო რეგულაცია, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა. მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა, ეს ვალდებულებები სრულად გადავიდა მასზე. ამ ნაწილშიც "მაგთიკომი" მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება"  განაგრძეთ კითხვა

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე