აშშ-ში მეტეორიტი ჩამოვარდა

აშშ-ში მეტეორიტი ჩამოვარდა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მეტეორიტი ჩამოვარდა. ატმოსფეროში არსებული ცეცხლოვანი კვალი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

კერძოდ, მენის შტატში მდებარე ქალაქ პორტლენდის პოლიციის განყოფილებამ, საპატრულო სამსახურის მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, - ამის შესახებ Associated Press იუწყება.

იხილეთ ვიდეო

ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიის წარმომადგენლის ჯეფ ჩესტერის თქმით, ატმოსფეროში დატოვებული კვალის სიკაშკაშის მიხედვით ციური სხეულის ზომაზეც შეიძლება მსჯელობა - "ამ შემთხვევაში, მისი ზომა ტოსტერისა და მაცივრის გაბარიტებს შორის მერყეობდა".

მენის მინერალოგიის მუზეუმმა 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც მეტეორიტის მინიმუმ ერთკილოგრამიან ნატეხს მოიპოვებს.