მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო.

საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი დედაა 10 წლის ბიჭის, რომელსაც COVID-19 გუშინ დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

აჭარაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა