Neverland Teens - კლუბი თინეიჯერული დაბადების დღეებისთვის

Neverland Teens - კლუბი თინეიჯერული დაბადების დღეებისთვის

ნევერლენდ თინსი - საუკეთესო ადგილი დაუვიწყარი დაბადების დღის აღსანიშნავად. სპეციალურად თინეიჯერებზე და უფროსებზე მორგებული გასართობი პროგრამები, თამაშები, კარაოკე და DJ Teens-ი, რომელიც თქვენი და თქვენი სტუმრების განწყობაზე იზრუნებს, თანამედროვე ინტერიერი და სასიამოვნო გარემო.

ბავშვებისთვის დგება დრო, როდესაც გადადიან თინეიჯერობის ასაკში და უნდათ ყველაფერი განსხვავებული, მათ შორის დაბადების დღის წვეულება მხიარულებით და დროს ტარებით. მათთვის მოსაბეზრებელი ხდება სტანდარტული დაბადების დღის ცენტრები მუდმივად ერთი და იგივე პროგრამებით.

საბავშვო ბრენდ ნევერლენდის გუნდმა გახსნა ახალი დაბადების დღის კლუბური ცენტრი განსხვავებული კონცეფციით, რომელიც თინეიჯერებზეა გათვლილი, განსხვავებული პროგრამებით და ინტერიერით. კომფორტულია იუბილარებისთვის ისიც, რომ მათ შეუძლიათ დახურული დაბადების დღის წვეულება გადაიხადონ, სადაც უცხო პირები არ შეაწუხებენ. კლუბი სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზეა მორგებული სპეციალურად შერჩეული პროგრამებით, ანიმატორების გამოცდილი გუნდი კი სტუმრების განწყობაზე ზრუნავს.

ამ დრომდე მსგავსი კონცეფციის კლუბი სპეციალურად თინეიჯერების დაბადების დღისთვის საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა, ეს არის ადგილი, სადაც უფროსი ასაკის ადამიანებიც დიდი სიამოვნებით გადაიხდიან დაბადების დღეს.

ვისაც უნდა განსხვავებული და ყველაზე მხიარული დაბადების დღე, თინეიჯერების შეკრების ადგილისთვის საუკეთესოა ნევერლენდ თინსი.

მისამართი: კანდელაკის 22

დაგვიკავშირდით: 568707070

Facebook:

https://www.facebook.com/neverlandteens

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი