„რულეტკის ბორბალმა გარესამყაროს მომწყვიტა...“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც აზარტული თამაშების გამო თვითმკვლელობა სამჯერ სცადა

„რულეტკის ბორბალმა გარესამყაროს მომწყვიტა...“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც აზარტული თამაშების გამო თვითმკვლელობა სამჯერ სცადა

ბოლო დროს ახალგაზრდების სუიციდის ფაქტებმა საგანგაშო რიცხვს მიაღწია. ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რაც მეტწილად აზარტულ თამაშებს და მასზე დამოკიდებლებას უკავშირდება. ათასობით ვალი, დალომბარდებული ნივთები, ვადაგადაცილებული სესხები - საბოლოოდ, ახალგაზრდების უმეტესობა ამ წნეხს ვერ უძლებს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ახალგაზრდა მამაკაცი, გიგი საკუთარი პრობლემის შესახებ ჰყვება. ისიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც უამრავი ფინანსური პრობლემა შეექმნა. გიგიმ თვითმკვლელობა სამჯერ სცადა.

სტუდიაში იმყოფებოდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გიგი დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული აღარ არის.

გიგი: ადრეულ ასაკაში დავიწყე თამაში. იმ დროს ონლაინ კაზინოები არც იყო, დავიწყე ტოტალიზატორით. ვთამაშობდი მცირე თანხით და შევატყე, რომ თანხას ვზრდიდი და ეს ყველაფერი უკვე ჩვევაში გადამეზარდა. შემდეგ შემოვიდა ონლაინ კაზინოები, სადაც უკვე ინტერნეტით ვდებდი ფსონებს, შემდეგ შემოვიდა რულეტკა, პოკერი და სხვა აზარტული თამაშები. გადავედი რულეტკაზე. ეს გაცილებით მარტივი იყო. ერთხელ მოვიგე, რამდენჯერმე წავაგე. შემდეგ გამიჩნდა მოთხოვნა, რომ სულ მეთამაშა. ხშირად, ვაგებდი. თუმცა მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ ყველა თანხას, რასაც მაძლევდნენ, იქ ვდებდი. ხშირად თამაშის გამო ფულს ვსესხულობდი. რულეტკის ბორბალმა გარესამყაროს მომწყვიტა.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ონლაინ კაზინოი და ლუდომანია ისეთივე ეპიდემიაა, როგორც ერთ დროს ნარკომანიის ეპიდემია იყო. თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ნარკოდამიკიდებული იყო. ნარკოდამოკიდებულების რიცხვიც არ არის სახუმარო, მაგრამ ძალიან გაიზარდა ლუდომანია, რომელიც ადრე ამ მასშტაბით არ იყო. არც კაზინოები იყო ამდენი, ვიღაცეებზე ვიცოდი, რომ სადღაც იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. ადამიანს ჰგონია, რომ ეს არის თამაში და არა ნივთიერება. ჰგონიათ, რომ მასზე დამოკიდებული ვერ გახდებიან. გიგის სამჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ზოგადად, ბევრი თვითმკვლელობაა მომხდარი, რადგან დარღვეულია ფსიქიკა.

იხილეთ ვიდეო

გიგი:

ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია ჩართული ამაში. ვესაუბრები ხშირად, რომ დაანებონ თავი. ჯერჯერობოითი ეს საუბარი უშედეგოა. ჯერ პრობლემას ვერც აცნობიერებენ. მეც საკმაოდ გვიან გავაცნობიერე, როდესაც ამ ყველაფრის გამო სუიციდის მცდელობა მქონდა. დიდი ხანი სახლში ვიჯექი, რაც მქონდა ვყიდდი, საზოგადოებასთან კონტაქტი არ მინდოდა. 24 საათი ვიჯექი და ვთამაშობდი. ვალები დამედო, ავიღე სესხები, რომელსაც ვეღარ ვიხდიდი და ასე შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ნათია ფანჯიკიძე:

მთავარია მშობლებს არ ეგონოთ, რომ ეს არის უბრალოდ გართობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს დაავადებაა, რომელსაც ფონად უდევს სხვა ფსიქიატრიული პრობლემები. აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან. ერთადერთი პაციენტი მყავდა ამ პრობლემით, რომელსაც მედიკამენტურად არ ვუმკურნალეთ. დანარჩენს ყველას სჭირდებოდა მედიკამენტის მიხმარება, რომ პრობლემა დაგვეძლია. გიგი ბევრ ადამიანს ეხმარება. საუკეთესო მაგალითია, მან ბევრ ადამიანს ცხოვრების მაგალითი მისცა. რაც შეეხება რისკჯგუფებს, მოზარდები არიან ყველაზე მაღალი რისკჯგუფი, რომლებმაც შეიძლება თვითდამაზიანებელი ჩვევა ჩაიდინონ. მოზარდს ფული სულ აკლია და სულ სჭირდება. ამიტომ ცდუნება დიდია და სარისკო ქცევისკენ მიდრეკილებაც მაღალია.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა