კოსტუმირებული კარნავალი და კითხვის მოყვარული თინეიჯერები - "ლიბერთინსმა" 2 წლის იუბილე აღნიშნა

კოსტუმირებული კარნავალი და კითხვის მოყვარული თინეიჯერები - "ლიბერთინსმა" 2 წლის იუბილე აღნიშნა

"პალიტრა L"- ის პროქტს - "ლიბერთინსი" ორი წელი შეუსრულდა. იუბილე კოსტუმირებული კარნავალით, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით დღეს "ექსპო ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონთან აღინიშნა.

კარნავალის მთავარი მონაწილეები წიგნის მოყვარული თინეიჯერები იყვნენ. "ლიბერთინსის" ფარგლებში ახალი წიგნების შერჩევა და გამოცემა სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით ხდება.

დაათვალიერეთ ფოტოები კარნავალიდან

"ლიბერთინსის" იუბილე საკარნავალო მარშით გაიხსნა. ამის შემდეგ მოეწყო ვიქტორინა. საკონკურსო კითხვები პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ნათარგმნი წიგნების შინაარსსა და მათ ავტორებს შეეხებოდა. გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ყველაზე ორიგინალურ საკარნავალო ფორმაში გამოწყობილი ბიჭი და გოგონა.

გამარჯვებულებს "პალიტრა L"-ის წიგნები, ყელსაბამები და "ბიბლუსის" 50-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. ღონისძიება საიუბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა.

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

იხილეთ ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს