პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია" - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველები წალენჯიხაში, სოფელ სქურში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

პოლიციამ "რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა