სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე

სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდები ავტომობილებით გზის გადაკეტვას ცდილობენ და მანქანებზე ცეკვავენ. ამავდროულად, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე ისვრიან. კადრებში ფიგურირებს თეთრი „აუდი". ერთ-ერთ მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნოდა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ უკვე გააკეთა განმარტება.

"რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი "აუდი"-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.

მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო Rustavi 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.

ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.

ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში", - დაწერა თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, ვიდეო მიმდინარე წლის მარტშია გადაღებული.

„მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა).

იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი

"FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს ", - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე