"სოტბის" აუქციონზე ფიროსმანის ნახატი 629 000-ად, გუდიაშვილის კი 75 000 ფუნტად გაიყიდა

 "სოტბის" აუქციონზე ფიროსმანის ნახატი 629 000-ად, გუდიაშვილის კი 75 000 ფუნტად გაიყიდა

"სოტბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის კი 75 000 ფუნტად გაიყიდა ლონდონის "სოტბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის "ჩვენი ნიკო" (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად "სოტბის" აუქციონის სახლი ავრცელებს.

"შველი წყლის პირას" საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, "ჩვენი ნიკოსი" კი 4 000 ფუნტი. "სოტბის" ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოტბის" აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, "სოტბის" აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ვინაიდან სექციის ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.