პარტია პროგრამის გარეშე, ეს იგივეა რაც ხომალდი შტურმანის და რუქის გარეშე!

პარტია პროგრამის გარეშე, ეს იგივეა რაც ხომალდი შტურმანის და რუქის გარეშე!

ინტერვიუ პროფესორ ფარმან ჯეირანლისთან.

ბატონო ფარმან, გვიახლოვდება არჩევნები, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორ და რის მიხედვით უნდა მოხვდნენ პარლამენტში დეპუტატები? პარლამენტის როგორი შემადგენლობა იქნებოდა საქართველოსთვის ეფექტიანი?

მართლაც, ნელნელა საარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. ამიტომაც მსურს, რამოდენიმე სიტყვით გამოვთქვა ჩემი მოსაზრება.ხშირად ხდება, რომ პარლამენტში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს ქონიათ შეხება საკანონმდებლო სამუშაოსთან. სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. ყველაზე არასწორი კი ის არის, რომ იქ ხვდებიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც მანამდე არსად უმუშავიათ და პრაქტიკულად შრომის წიგნაკსპარლამენტში ხსნიან. თუ ადამიანს არ გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და არ უნახავს რა არის კარგი ან ცუდი. საიდან შეიძლება იცოდეს, რომელი კანონები უშლიან ქვეყნის განვითარებას ხელს და რომელი კანონები უნდა შეიცვალოს, იმისთვის რომ საქართველომ სწორ გზაზე იაროს. პარლამენტი ეს სააზროვნო ცენტრია, პრაქტიკულად სახელმწიფოს მამოძრავებელი ტვინი, ხოლო ტვინს კი საზოგადოების გამოცდილი ნაწილი უნდა შეადგენდეს. უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში მოხვდნენ პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან. რაც შეეხება ახალგაზრდებს და მათ ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაღათქმა უნდა მათი საწინააღმდეგოარაფერი მაქვს, პირიქით მათ ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ სახელმწიფოსთვის, ამიტომაც კარგი იქნება თუ ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულები აღმასრულებელში და არა საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სადაც გამოცდილი ხალხია საჭირო. ჩვენი საზოგადოების კომფორტი, კეთიდღეობა, ცხოვრების ხარისხი, პირდაპირ დამოკიდებულია სწორ კანონმდებლობაზე. მხოლოდ სამთავრობო და საკადრო ცვლილებებით, შედეგის მიღწევა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. მთავარია იცვლებოდეს კანონებიც.ყველა პარტიამ ისეთი კანდიდატები უნდა წარადგინოს საარჩევნოდ, რომლებიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

რას იტყვით პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ და ზოგადად როგორ შეაფასებდით პარტიულ ცხოვრებას?

ჩემი ინფორმაციით, დღეს არცერთ პარტიას არ აქვს მოქმედების გეგმა/პროგრამა. ეს არის ნონსენსი. უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ რომ როდესაც აპირებთ ბიზნესპროექტის განხორციელებას, საჭიროა ბიზნესგეგმა შესაბამისი ორგანოებისთვის. აქ კი ნახეთ რა უცნაურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, შესაძლოა ხელმძღვანელობდექვეყანას, მართავდესახელმწიფოს ისე, რომ არ გქონდეს მოქმედების გეგმა. თუ პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და არ აქვთ საარჩევნო პროგრამა, გაუგებარია საზოგადოებამ როგორ და რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი: თვალის ფერის, თმის ფერის თუ ადამიანის სიმაღლის მიხედვით. მე რომ მკითხოთ პარტიებს გეგმების და პროგრამების გარეშე არც უნდა არაგისტრირებდნენ, უნდა არსებობდეს ერთგვარი ფილტრი, რაც პარტიების მართლაც არაადექვატურ რაოდენობას შემცირებდა.თუ შევხედავთ პარტიების წესდებებს და მე როგორც ვიცი ასეთი ორასზე მეტია საქართველოში, პრაქტიკულად 95 %-ს ერთი და იგივე აქვს ჩაწერილი. შესაბამისად პარტიების სამოქმედო გეგმა განისაზღვრება არა იდეოლოგიის, ან საერთო იდეის გარშემო გაერთიანების მიხედვით, არამედ პიროვნული, სრულიად სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ანუ პარტიულ ცხოვრებას და მის მომავალს განსაზღვრავს არა იდეოლოგიაზე დაფუძნებული გეგმა, არამედ ინდივიდები. არიან ისეთი პარტიებიც, რომლებმაც იციან, რომ ბარიერსაც ვერ გადალახავენ, მაგრამ საარჩევნო სიის შედგენისას კანდიდატებისგან გარკვეულ თანხასაც კი იღებენ. ანუ პარტიული მუშაობა ერთგვარ ბიზნესადაც კი გადაიქცა. ვფიქრობ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ მოხდება პარტიების დაჯგუფება, გაერთიანება/გამსხვილება, რა თქმა უნდა ერთად უნდა დაჯგუფდნენ ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიები, მაგალითად მემარჯვენე პარტიები ერთად უნდა იყვნენ, მემარცხენეები ერთად უნდა მოქმედებდნენ, მათ შორის ცენტრისტებსაც ერთიანი სამოქმედო გეგმა უნდა ქონდეთ. ასე უფრო სწორიადა ნაყოფიერი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს კი, საქართველოში ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიები დაჯგუფდნენ სულ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, პრორუსები და პროამერიკელები. ყველა პარტიას უნდა ქონდეს, კონცეფცია, პროგრამა. სადაც ასახული უნდა იყოს ყველაფერი სახელმწიფოს შესახებ, მათ შორის: სტრუქტურული მოწყობა, მართვა, საბანკო სისტემა, სამედიცინო სერვისი, საინვესტიციო გარემო და ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც პრიორიტეტულია ნებისმიერინორმალური თანამედროვე ქვეყნისთვის.

რამდენად სწორად ხდება დღეს საქართველოს როგორც სახელმწიფოს მართვა? არის თუ არა საწირო გარკვეული სიახლეების შეტანა?

რა თქმა უნდა ხარვეზები არის, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხია გამოსასწორებელი მინიმუმ არასასიამოვნოა, როდესაც ხედავ, რომ ხდება შენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. იმისთვის, რომ ბიუჯეტი იყოს ეფექტიანი და საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდეს, საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად რეორგანიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება და ა.შ. მშვენიერი საერთაშორისო გამოცდილებებიც არსებობს, სინგაპური, შვეიცარია. მაგალითად ევროპაში ერთერთი უმდიდრეს და საინტერესო სახელმწიფოს შვეიცარიას მართავს ერთი კანცლერი და 7 მინისტრი, ვფიქრობ ამ მაგალითით ყველაფერი ნათქვამია.ყველაზე ცოტა პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებშია, არადა ცოტა ქვეყანა თუ შეედრება მას მასშტაბურობაში და რესურსების სიმრავლესა თუ სიძლიერეში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამერიკაში ადამიანია, პიროვნებაა. დასაქმების დროს კი, განსაკუთრებით აფასებენ პროფესიონალიზმს. ჩვენ აუცილებლად გვმართებს ვისწავლოთ მათგან პარტიული ურთიერთობებიც, რადგან საქართველოში ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ვინაიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია იყენებს რა სახელისუფლებო ბერკეტებს ყოველთვის ჩაგრავს ოპოზიციაში მყოფ პარტიას, ხშირად ეს ბრძოლა ძალადობაშიც კი გადადის. რაც ნამდვილად დაუშვებელია. მითუმეტეს, მაშინ როდესაც ევროკავშირში და ზოგადად ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მთელი მსოფლიოს თვალწინ გვაქვს დეკლარირებული. და ბოლოს როგორც კონფუსიმ აღნიშნა, კარგი ხელმძღვანელი ხელს არ გიშლის მუშაობაში, იმიტომ რომ მას ხელს არ უშლის კანონები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი