ნანკა კალატოზიშვილი დედობაზე და ირაკლი კეიდიასთან ურთიერთობაზე: "ჩვენ ყველაზე ახლო ნათესავები ვართ"

ნანკა კალატოზიშვილი დედობაზე და ირაკლი კეიდიასთან ურთიერთობაზე: "ჩვენ ყველაზე ახლო ნათესავები ვართ"

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს, კალათბურთელ ირაკლი კეიდიასთან დაშორების შემდეგ ახალი ურთიერთობა არ წამოუწყია. ზრდის პატარა ბიჭუნას - დანიელ კეიდიას და "სარკესთან" ინტერვიუში ყვება, რომ ამ ეტაპზე ახალი ურთიერთობისთვის მზად არ არის და ასე კომფორტულად გრძნობს თავს:

"ზუსტად იმ ასაკში გავხდი დედა, რა ასაკშიც მინდოდა შვილი. როცა მორალურად და ფსიქოლოგიურად ამისთვის ხარ მზად, მაშინ უნდა გააჩინო. 34 წლის ვიყავი, როცა დანი დაიბადა და ვთვლი, რომ იდეალური ასაკია დედობისთვის.

- რთულია მარტოხელა დედობა?

- აუ, "მარტოხელა დედა" საშინელი სიტყვებია! სასოწარკვეთილებაა! რატომ ვარ მარტო? მე და კედო დღემდე ვმეგობრობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- სერიალ "ქერჩში" ითამაშა ირაკლი კეიდიამ. როგორც მსახიობმა, როგორ შეაფასეთ?

- კედოს ისე უყვარს კინო და ისე სიამოვნებდა, რასაც აკეთებდა, რომ მიხაროდა. მთელი გულით იყო გადასაღებ მოედანზე. ახლაც გამომართვეს მისი ნომერი, რაღაცაში კიდევ უნდათ მისი გადაღება. მე მგონი, გადმოვიდა აქეთა მხარეს. გადაღებებზე ჩვეულებრივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. სიტყვა "ყოფილი" ძალიან არ მომწონს. ჩვენ ვართ ყველაზე ახლო ნათესავები ერთმანეთისთვის და მთელი ცხოვრება ვიქნებით. ჩვენ უკვე სისხლით ნათესავები ვართ. დანი გვყავს საერთო.

- მტკივნეული არ იქნება, თუ გაიგებთ, რომ მან ცხოვრების ახალი თანამგზავრი იპოვა?

- არა, პირიქით, რაც უფრო კარგი პარტნიორი ეყოლება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ყველაფერ კარგს ვუსურვებ. წარსულით არასდროს ვცხოვრობ: წარსული არის გამოცდილება, ოდნავი ინტელექტი თუ გაქვს, ცივილური ურთიერთობა უნდა გქონდეს შვილის მამასთან, ურთიერთობის წყენით გაგრძელება არ შეიძლება. კედო კარგი მამაა. დანი გიჟდება კედოსთან დროის გატარებაზე.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დაზიანებულია კიდურები, არის მოტეხილობები და დამწვრობა" - რა მდგომარეობაშია ქუთაისში, ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას დაშავებული მამაკაცი

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება ელექტრომომარაგება 19 სექტემბერს?