თბილისში ახალი ქართული ბრენდი ”ბროტმაისტერის” კაფეტერია გაიხსნა

თბილისში ახალი ქართული ბრენდი ”ბროტმაისტერის” კაფეტერია გაიხსნა

ავსტრიული კლასიკური მუსიკა, დახვეწილი ინტერიერი, ცნობილი ქართველი სახეები და უნიკალური მენიუ - ეს იმ ღონისძიების არასრულყოფილი დახასიათებაა, რომელიც თბილისში ახალი ქართული ბრენდის ”ბროტმაისტერის” კაფეტერიის გახსნას მიეძღვნა.

ბროტმაისტერი - ცხობის ავსტრიელი ოსტატი უკვე თბილისშია! და ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ შეიძინოს ხარისხიანი პურ-ფუნთუშეული, არამედ, ადგილზევე დააგემოვნოს და აირჩიოს ის პროდუქტები, რომლებსაც სამომავლოდ, მის სახლთან ახლოს გახსნილ ”ბროტმაისტერის” მაღაზიაში შეიძენს.

”ის, რაც ავსტრიასთან ასოცირდება და საერთოდ, ავსტრიასთან კავშირშია, ჩვენში იწვევს სტაბილურობის, ხარისხის, დახვეწილობის განცდას და ასოციაციას. ეს იყო ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენი კაფეტერიის დიზაინი შევარჩიეთ. გვსურდა, რომ ის ყოფილიყო მკაცრი, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული, რაზეც ძალიან დიდი შრომა გასწია ჩვენმა დიზაინერმა. ძირითადად ჟღერდა ავსტრიელი კომპოზიტორების მიერ დაწერილი მუსიკა. ავსტრიამ გადაგვაწყვეტინა, რომ ჩვენი გახსნა ყოფილიყო ასეთი, ჩვენი ინტერიერი ყოფილიყო ასეთი და ჩვენბი ბრენდიც ყოფილიყო ისეთივე ნდობის და ხარიხის ასოციაციის მქონე, როგორიც - თვითონ ავსტრიაა” - აღნიშნავს AMBEBI.GE - სთან საუბრისას ”ბროტმაისტერის” გენერალური მენეჯერი, დავით შანიძე და დასძენს, რომ სწორედ ამ ღონისძიებაზე გადასცა პარტნიორმა ავსტრიულმა კომპანიამ კონტრაქტი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული ბრენდისა და ავსტრიული ბრენდის იდენტურობას.

”ჩვენ შეგვიძლია ანალოგიური ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს გულისხმობს ტრადიციული, ჯანსაღი, ნამდვილი პურის ცხობის ტექნოლოგიის გამოყენებას თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ჩვენ ავსტრიულ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით და მოვემზადეთ იმისთვის, რომ ჩვენვე გავმხდარიყავით მცხობელები საქართველოში” - ამბობს დავით შანიძე.

საინტერესოა, რომ ”ბროტმაისტერის” პარტნიორ ავსტრიულ კომპანიასთან „ბაკალდრინი“ ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტი გულისხმობს, რომ ოლიმპიური ნაკრები რიოში 2016 წელს სწორედ ამ ავსტრიული კომპანიის პურ-ფუნთუშეულით იქნება უზრუნველყოფილი.

”ჩვენი ძირითადი პარტნიორი ავსტრიული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია უკვე ათეულებით წლებია ევროპაში. მან დაიმკვიდრა უკვე თავისი სახელი ევროპაში და საკმაოდ პოპულარული კომპანიაა. მისი ოპერირების სფერო არის ავსტრია-გერმანია. თუმცა ის წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში”, - ამბობს დავით შანიძე და ქართული ბრენდის, ”ბროტმაისტერის” პურ-ფუნთუშეულის მახასიათებლებზე ამახვილებს ყურადღებას:

”ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ჯანსაღ, ნამდვილ პურს. გვყავს მომწოდებელი ავსტრიიდან ჭვავის ფქვილის და ხორბლის თეთრი ფქვილის მიმართულებით, რაც განსაკუთრებულ გემოს სძენს აქ, საქართველოში დამზადებულ პროდუქციას. პროდუქტების ძირითადი ნაწილი არის აბსოლუტურად ავსტრიული პროდუქტისგან შექმნილი, მისი ტექნოლოგიის გათვალისწინებით, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ თეთრი ხორბლის ფქვილზე არ ვამბობთ უარს. ჩვენ რამდნეიმე სახის პურში ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომ ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილს ვიყენებთ, რომელმაც ავსტრიაში სპეციალური ტესტირება გაირა ჩვენს პარტნიორ კომპანიაში და მოწონებულ იქნა”.

დავით შანიძე ”ბროტმაისტერის” პურ-ფუნთუშეულის მომხმარებლებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს:

”მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან პური წონით შეიძინოს. ეს არ გავრცელდება ყველა პურზე, მაგრამ იქნება პურების კატეგორია, რომელთა საფასო სეგმენტი შეიძლება ცდებოდეს მომხმარებლის ბიუჯეტს და ამიტომ, მისთვის მთლიანი ერთი პურის შეძენა სირთულეს წარმოადგენდეს. ან უბრალოდ, არ სჭირდება მთლიანი პური. ჩვენ მას შევთავაზებთ პურის გაჭრას და იმდენი გრამის შეძენას, რამდენის სურვილის ექნება”, - ამბობს დავით შანიძე.

სამომავლოდ ”ბროტმაისტერი” სპეციალიზირებულ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელის შექმნას გეგმავს. წლის ბოლომდე, თბილისის მასშტაბით, 7-8 ფილიალი გაიხსნება. თუმცა მანამდე, მომხმარებლს შესაძლებლობა აქვს თაქთაქიშვილის 7/9 ნომერში გახსნილ კაფეში დააგემოვნოს პურ-ფუნთუშეული. აღნიშნულ პირველ ფილიალში მომხმარებელს პურთან ერთად ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება.

”ეს არის კაფე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გასინჯოს ”ბროტმაისტერის” პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მომავალში საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში გაუადვილდეს” - აცხადებენ ”ბროტმაისტერის” წარმომადგენლები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი