თბილისში პირველი Fresh casual კაფე-რესტორანი Dinehall გაიხსნა

 თბილისში პირველი Fresh casual კაფე-რესტორანი Dinehall გაიხსნა

თბილისში პირველი Fresh casual კაფე-რესტორანი Dinehall გაიხსნა. კაფე-რესტორანი საზეიმო ლენტის გაჭრით გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესსა და ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანები, ასევე ესწრებოდა თურქეთის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.

Dinehall-ის პიარ-მენეჯერის თიკო დიდავას განცხადებით, რესტორანში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ევროპული, ასევე ქართული კერძები, სასმელები და მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას. "მაქრო კონსთრაქშენი" თავისი საქმიანობით ხალხს უქმნის საუკეთესო და მაღალი სტანდარტების მქონე საცხოვრებლებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს საუკეთესოს, ასევე ვთვლით, რომ Good food is a human right, ამ იდეაზე დაყრდნობით განვახორციელეთ პროექტი საერთაშორისო Fresh casual კაფე-რესტორნის, რომლის პირველი ფილიალიც თბილისში გაიხსნა", - განაცხადა "მაქრო კონსთრაქშენის" გენერალურმა დირექტორმა მურად ავჯიმ.

თბილისში, რუსთაველის #28-ში, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული შენობის ფართობი მთლიანობაში 1000 კვ.მ-ს მოიცავს, რომელიც "მაქრო ქონსთრაქშენის" დიზაინერების მიერ დაპროექტდა. მსოფლიოში პირველი fresh casual კაფე-რესტორანი, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონია. კაფე-რესტორანი 07:30 საათიდან 02:00 საათამდე იმუშავებს.

"დაინჰოლი" სტუმრებს 5 სხვადასხვა გარემოს სთავაზობს. პირველ სართულზე ადგილობრივი და მსოფლიო სამზარეულოს კერძები იქნება წარმოდგენილი, ქვედა სართულზე კი ისტორიული შენობის რესტავრირებულ დარბაზებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ განიტვირთონ ბარში, დააგემოვნონ ღვინო, მოაწყონ გამოფენები, კერძო და კორპორატიული საღამოები.

შესასვლელიდან მოყოლებული ქვედა სართულის ჩათვლით წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები შექმნილია ახალგაზრდა ქართველი სკულპტორის ლევან ბუჯიაშვილისა (სანათები, ჭაღები) და ხელოვანთა ჯგუფ "წითელი მაგიდის" (ხელმძღვანელი ლაშა კუხალაშვილი) მიერ.

"დაინჰოლის" წარმომადგენელთა განცხადებით, "დაინჰოლი" სტუმრებს სთავაზობს განსაკუთრებულ თბილ, ოჯახურ გარემოს, რომელიც კერძების, ღვინისა და ხელოვნების ერთიანობას ქმნის. სტუმრებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ საერთაშორისო დონისა და გამოცდილების მქონე მზარეულების მიერ სპეციალური რეცეპტებითა და ახალი პროდუქტებისაგან მომზადებული, ჯანსაღი, უგემრიელესი კერძები.

"დაინჰოლში" მისვლისას და მენიუს წაკითხვისას სტუმრები არ დაიბნევიან, ვინაიდან მენიუში შეხვდებათ ყველასათვის უკვე ნაცნობი, ყველაზე მოთხოვნადი კერძების ჩამონათვალი. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ეს კერძები ბევრად გემრიელი იქნება, ვიდრე ისინი ელიან. "დაინჰოლის" ინფორმაციით, მენიუს მომზადებისას დაცულია პრინციპი Less is More. მისულ სტუმრებს დახვდებათ ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოს შედევრები.

"დაინჰოლის" ბარსა და მარანში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ მსოფლიოში რჩეული ადგილობრივი და უცხოური სასმელები და მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას. "ადამიანებისთვის ხელოვნება და მუსიკა უნივერსალური ენაა!"- "დაინჰოლის" ინფორმაციით, ამ დევიზით მათ რესტორანში ახალგაზრდა თუ უკვე ცნობილი ხელოვანები ყოველთვიურად საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ. ამ სასიამოვნო წუთების გაზიარებისათვის კი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ რესტორანში უპაროლო და შეუზღუდავი ინტერნეტ მომსახურება იქნება.

"დაინჰოლი" არის იდეალური ადგილი კერძო თუ კორპორატიული საღამოებისათვის სადაც გემრიელი კერძები და ხელოვნება ერთად იყრის თავს. ბრანჩი, ვახშამი, კოქტეილი, პრეზეტნაციები, დეგუსტაცია... დაინჰოლის მზარეულები სტუმრებს შესთავაზებენ ლანჩისა და ვახშმის სპეციალურ მენიუს როგორც კერძო, ასევე კორპორატიული საღამოებისათვის.

"მაქრო ქონსთრაქშენი" 2013 წელს დაარსდა და საქართველოში მშენებლობის, ტურიზმისა და კვების სფეროში მოღვაწეობს. აღნიშნულ სფეროებში 3 წლის განმავლობაში მათ მიერ უკვე 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჩაბარებისათვის გამზადებული დეველოპერული პროექტის "მწვანე ბუდაპეშტისა" და ახალი მშენებარე საცხოვრებელი კომპლექს "მწვანე ალმასის" დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. კომპანია ტურიზმის სფეროში წარმოდგენილია უკვე დასრულებული სასტუმრო "მერკურითა" და ახალი მშენებარე სასტუმრო "იბის სტაილით". კვების სექტორში კი "მაქრო ქონსთრაქშენი" ახალი საერთაშორისო კაფე-რესტორნების ქსელის პროექტით შევიდა, რომელიც პირველად თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი