ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიაში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის დაყაჩაღებას გეგმავდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბანკიდან არაფერია წაღებული და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.