თემქაზე ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივანი ჩამოინგრა

თემქაზე ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივანი ჩამოინგრა

თბილისში, თემქაზე მე-4 მიკრო-რაიონში ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ შესაბამის სტრუქტურებს, კორპუსისა და აივნების მდგომარეობის შესახებ.

კორპუსის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, აივნების გამაგრების სამუშაოები ჩატარდება.

ადგილზე დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

ინფორმაციას ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი