ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, მუშტაიდის პარკში "სოკარის" ფან-ზონა გაიხსნა

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, მუშტაიდის პარკში "სოკარის" ფან-ზონა გაიხსნა

ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს კომპანია "სოკარმა" სიურპრიზი მოუმზადა. ამიერიდან მთელი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მუშტაიდის პარკში "სოკარის" ფან-ზონა ფეხბურთის ყველა მოყვარულს უმასპინძლებს.

ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული დიდი ეკრანი საუკეთესო გამოსახულებით ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრებისთვის ნამდვილ სამოთხეს ქმნის. ამას ემატება იაფი ლუდი, გამაგრილებელი სასმელები და მრავალფეროვანი გრილის მენიუ.

"სოკარის" ფან-ზონის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა სიტყვით მიმართა, "სოკარის" გატამაშებაში მონაწილეონბის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მათ წარმატებები უსურვა.

ფან-ზონა არის იმ პროექტის ნაწილი, რასაც ქვია ევროპის ჩემპიონატის საგზურების გათამაშება "სოკარის" მიერ. ჩვენ უკვე გავათამაშეთ ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე დასასწრები 20 ბილეთი. გარდა ამისა გათამაშდება 30 ბილეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები 30 ბილეთი.

ბენზინგასამართ სადგურებზე ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 25 ლარის საწვავს, მიიღებს 1 ბილეთს, რომელიც მონაწილეობას იღებს გათამაშებაში. გათამაშება "რუსთავი 2-ის" ეთერით იმართება.

ჩვენ უკვე გვყავს 20 გამარჯვებული, რომლებიც კომპანია "სოკარის" დაფინანსებით გაემგზავრნენ ჩემპიონატის გახსნით მატჩზე. ჩვენ ხშირად გვაქვს მათტან ურთიერთობა და ისინი შთაბეჭდილებების ქვეშ არიან" - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

"სოკარის" ფან-ზონის გახსნაზე ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებს საშუალება ქონდათ არაოფიციალური ნაწილით შეექციათ თავი.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი