გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"

გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"

უკვე 5 წელია, რაც ფოთის ნავსადგურში მოქმედი ლოჯისტიკური კომპანიები იქ არსებულ მონოპოლიურ სიტუაციას უჩივიან. მიუხედავად კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნისა, რომ პორტში კონკურენციის შესახებ კანონი წლების განმავლობაში ირღვეოდა, მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა. ამის თაობაზე გადამზიდავი კომპანია "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილიც აცხადებს, რომელიც ტერმინალ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის" სამეთვაყურეო საბჭოს ხელმძღვანელია. ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ფოთის პორტში მონოპოლიური მდგომარეობა ეკავა შპს "ინლენდ კონტეინერ ტერმინალსს", ახლა კი, მდგომარეობა უფრო გართულდა. "თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა 5 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩეს და უმართავი პროცესები დაიწყოს" - აცხადებენ გადამზიდავები. რა ხდება ფოთში? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" ტერმინალ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის" სამეთვაყურეო საბჭოს წევრს - დავით დავითიძეს დაუკავშირდა:

დავით დავითიძე - ხდება ის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, მთავრობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალო დამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში. ბოლო ხანებში ეს გახლდათ "ინლენდ კონტეინერ ტერმინალი". ამის გამო დანარჩენი ტერმინალები ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში ვეღარ შედიოდნენ. ეს ექსკლუზივი მხოლოდ ერთ კომპანიას მისცეს, ეს მაშინ, როცა ფოთში 15 ტერმინალია. პორტი ისედაც ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ ის თავის უპირატეს მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ახლა სურს სატერმინალო მომსახურებაც მიაბას თავის ძირითად დანიშნულებას ანუ საპორტო მომსახურებას. ამით ახალი, ხელოვნური მონოპოლია შეიქმნება სატერმინალო მომსახურების სფეროში.

- ბატონო დავით, ადრე როგორ საქმიანობდნენ ეს ტერმინალები?

- 15-ვე ტერმინალი 20 წლის განმავლობაში თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ 2011 წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა: "ინლენდ კონტეინერ ტერმინალი" 2016 წელს შეიქმნა, თუმცა რეალურად 2011 წლიდან დღემდე, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერები მხოლოდ პორტს დაქვემდებარებულ ტერმინალში შედიოდნენ. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და 2015 წელს გადაწყვიტეს, რომ ყველა კონტეინერი, რომელიც ფოთის პორტში შემოდის, ამ ტერმინალში შესულიყო. საბედნიეროდ, ეს მაშინ არ გამოუვიდათ. 2015 წლის დასაწყისში პორტში მოვიდა ახალი დირექტორი, რომელმაც შპს "ინლენდ კონტეინერ ტერმინალსი" კორპორაცია "ფოთის პორტს" შეუერთა. ცოტა ხნის წინ კი, პორტის ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა - ყველა კონტეინერი ისევ ჩემს სახმელეთო ტერმინალში შემოვაო. ახლა უკვე პორტის ფუნქციებს შეუთავსეს ორივე ფუნქცია: ტვირთის მიღებაც და მისი ჩამოტვირთვაც. ეს იქნება ერთი ოპერაცია - ასეთი სიტუაციაა დღეს ფოთის პორტში.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი