თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც ”ამბები.გე”-ს კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოების ჩატარებაა.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძის, წიკლაურის, ლიკანის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია განცხადებაში.