"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანამ საქართველოს კურორტები წამყვან ევროპულ კურორტებს სრულფასოვან კონკურენციას გაუწევენ. თუმცა კურორტოლოგთა შეფასებით, საქართველოს ამ კუთხით აქვს ერთი დიდი კოზირი – 103 საკურორტო ზონიდან ერთ-ერთი ისეთი უნიკალურია, რომ მისი უფრო განვითარების შემთხვევაში, წამყვან ევროპულ კურორტებს აქეთ დაუდგებათ კონკურენციის პრობლემა.

სწორედ ეს თქვა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბახმაროში მოხვდა – დასავლეთში ხალხი ათასობით ევროს ხარჯავს, რომ ასეთ ადგილთან ოდნავ მიახლოებულ კურორტზე სულ რამდენიმე დღე გაატაროს, თქვენ კიდევ ცხვირწინ გაქვთ და მიკვირს, რომ არ აფასებთო. მისივე თქმით, ეს იგივეა, ადამიანს ოქრო ჰქონდეს და ეს არ ახსოვდეს. თუმცა ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... თუმცა, სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ის ვთქვათ, თუ რატომ არის ბახმარო საკურორტო კუთხით მთავარი კოზირი.

საქართველოსა და ევროპის კურორტებისგან განსხვავებით, ბახმაროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება. მთავარი კი ის არის, რომ მედიკოსთა ინფორმაციით, აქ დასვენების შედეგად სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება და ადამიანის იმუნიტეტი მაღლდება. ვიმეორებთ – მხოლოდ 21 დღეში! "ჯადოსნურობა" მდგომარეობს იმაში, რომ ბახმაროში ჰაერი ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა, რაც ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს და სწორედ ეს იწვევს ადამიანის დაჩქარებულ გაჯანსაღებას. ჰაერი კი სუფთა და გამჭვირვალე ყოველთვის იმიტომ არის, რომ ბახმარო მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ის ნაძვისა და სოჭის ხეებით დაფარული მარადმწვანე ქვაბულია.

სანამ მეცნიერულად დაადგენდნენ ბახმაროს უნიკალურობას, მანამდე ადამიანების გამოჯანმრთელებას სასწაულს მიაწერდნენ ხოლმე. ასე მოხდა ორი საუკუნის წინ, როცა საძოვარზე ამოსული ჭლექით დაავადებული მწყემსი გამოჯანმრთელდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იყო ასეთი ექიმი – არტემ დავითიანცი, რომელიც პაციენტებს ბახმაროში გზავნიდა და ისინი უკან გაჯანსაღებულები ბრუნდებოდნენ. მოხდა ისე, რომ ეს ექიმიც ჭლექით დაავადდა, ბახმაროში წავიდა და... გამოჯანმრთელდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერებმა უკვე ოფიციალურად დაადგინეს – ბახმაროში ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება, რაც მისწრებაა ისეთი დაავადებების თავიდან მოსაშორებლად, როგორიც, მაგალითად, სასუნთქი გზების პრობლემა, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია და ლიმფებთან დაკავშირებული გართულებებია.

თამარ ჩილინგარიშვილი, მედიცინის დოქტორი, თსუ პროფესორი, კურორტოლოგი: საერთოდ, ასეა მიღებული, რომ ჯერ მთაშია კარგი დასვენება და მერე ზღვაზე. ბახმარო კი იმითაა უნიკალური, რომ მასში მთისა და ზღვის ჰავაა შეხამებული და თავმოყრილია ყველა ის დადებითი ეფექტი, რაც ახასიათებს მთის კლიმატს და რაც ახასიათებს ზღვის კლიმატს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთი კურორტით მივიღოთ ორმაგი სარგებელი _ ორმაგად გავიკაჟოთ ორგანიზმი. ბახმაროში განსაკუთრებულად სუფთა და ძალიან გამჭვირვალე ჰაერია. ამ სისუფთავეს უზრუნველყოფს მდიდარი წიწვიანი ტყის მასივი, რაც მის ჰავას სასიამოვნო სურნელებით აზავებს და ფიტონციდებით ამდიდრებს. ეს ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი წყაროს წყლებითაც. საკურორტო სეზონი ბახმაროში ივნისში, ფიჭვის ყვავილობისას იწყება და ოქტომბრამდე გასტანს. თუ გასართობი სეზონი აგვისტოს მეორე ნახევარში დოღით მთავრდება, კურორტის სამკურნალო ეფექტი ოქტომბრამდე გრძელდება. ეს კურორტი დადებით კვალს ტოვებს ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. აქ დასვენების შემდეგ კაჟდება ორგანიზმი, სისხლში მატულობს ერითროციტების რაოდენობა, იმუნურ სისტემაში აღინიშნება დადებითი ძვრები, ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება. ბავშვებს ემატებათ ჭამის მადა, რაც ესოდენ ადარდებთ ხოლმე დედებს და განსაკუთრებით, ბებიებს.

უნიკალურობა უნიკალურობად, თუმცა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შესაძლებელია თუ არა ამ კურორტზე კომფორტულად დასვენება. თუ მედიკოსები ბახმაროს გვირჩევენ, უკვე სტაჟიანი დამსვენებლები სასტუმრო "ბახმაროს" არჩევენ და სხვებსაც ურჩევენ.

მოკლედ შევაჯამებთ მათ გამოხმაურებებს - სასტუმრო ბახმაროში (იხ. ფოტოგალერეა) ნებისმიერი გემოვნების დამსვენებელს მაქსიმალური კომფორტი აქვს შექმნილი. სასტუმრო 18-ნომრიანია. თითოეულ ნომერში 4 ადგილია. ყველა ნომერში არის გათბობა, ტელევიზორი, ცივი და ცხელი წყალი. დამსვენებელთა სამჯერადი კვების საკითხი კი მინდობილი აქვთ მაღალკვალიფიციურ მზარეულებს. სასტუმროს ფოიეში თავმოყრილია სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთა გასართობი კუთხეები, სასტუმროს ეზო კი მოფენილია ფერადი ქოლგებითა და ჰამაკებით.

ბახმაროში გატარებული დღეები დიდხანს შემორჩება თქვენს მეხსიერებას და საშუალებას მოგცემთ, ახალი ენერგიით შეუდგეთ ცხოვრებას. გარწმუნებთ – ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები!

საკონტაქტო ინფორმაცია 599 70 21 21

საიტი: www.hotelbakhmaro.ge

ეკა სალაღაია

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას