20 წლის გრაფიკული დიზაინერი სანდრო ლალიაშვილი კანის ლომების ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულია. მან ტექნოპარკში გამართულ კონკურსზე დიზაინის კატეგორიაში კომპანია ABK-ს სახელით მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელთან ერთად გამარჯვებაც მოიპოვა. ახლო მომავალში ბიჭები თავიანთ პროექტს კანშიც წარადგენენ. შემდეგი შეჯიბრი, რომელიც უკვე კანში გაიმართება, 16 ივნისს არის დაგეგმილი.
სანდრო ლალიაშვილი მეორე კურსის სტუდენტია, GIPA-ში მედია-ხელოვნებას სწავლობს და ამავდროულად ე.წ. "ფრილანსერია" - სხვადასხვა პროექტზე თავისუფალი გრაფიკით მუშაობს.
"ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია ამ ეტაპზე თავისუფალი გრაფიკით მუშაობა. საშუალება მაქვს სახლიდან გაუსვლელად ვაკეთო საქმე და თან, დაკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მივიღო", - ამბობს სანდრო.
ახალგაზრდა დიზაინერმა საქართველოში გამართულ კონკურსზე პროექტი "ბრიფი" წარადგინა. დავალება ყველა მონაწილეს საერთო ჰქონდა.
გაგრძელება