"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა

"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძის დაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი ორი დღის წინ მთელ სოციალურ ქსელს მოედო. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დილის 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეს ელგიზ ქიმაძეს ტელეფონით დავუკავშირდით, ემოცია არ განელებოდა: "სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელი!"

უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში...

"კვირის პალიტრა" დაკარგული ბიჭუნას ბებიას, ქეთევან მაჩაიძეს ესაუბრა, რომელმაც შვილიშვილის მონათხრობი უამბო ჟურნალისტს: "თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობთ. 4 წელიწადია, ზაფხულობით, ყოველ წელიწადს დამყავს ლუკა სოფელში. ძალიან უყვარს აქაურობა. იმ დილით, 10 საათზე ვაბანავე, ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. მე ბავშვისთვის მარწყვის მოსაკრეფად გავედი, რომ დავბრუნდი, ლოგინში აღარ დამხვდა. სახლშიც ვეძებე, შემდეგ იქვე, მდინარისკენაც გავედი, მეზობელთანაც მოვიკითხე, მაგრამ არსად აღმოჩნდა. ხმამაღლა რომ ვეძახდი, ბოლოს გამაგონა, მაგრამ დიდი ტყეა და ვერ მივხვდი, ზუსტად საიდან მოდიოდა ხმა.

ლუკა ისეთ ადგილებში გასულა, სადაც არ გავდივართ ხოლმე. მურაც მას გაჰყოლია. იქით კლდეებიცაა და ლუკას ცალი ფეხსაცმელი კლდიდან გადავარდნია. ცალი ფეხსაცმლით გაუგრძელებია გზა. 5 საათს ვეძებდით და მერე საშინელი წვიმა და სეტყვა დაიწყო. როგორც ლუკამ მიამბო, ძაღლი პატარა ხის ქვეშ შემძვრალა, თვითონაც შეჰყოლია და მურა ზემოდან გადაფარებია. მერე მურა პატარა შვლის ნუკრს გაჰკიდებია და ლუკა მარტო დარჩენილა, თუმცა გაწუწული ძაღლი მალე დაბრუნებულა. ლუკას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და მითხრა, ძალიან შემცივდა, მუცელი მტკიოდა, მშიოდა და ბევრი ვიტირე. ძაღლმა ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი