ბოშები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. ისინი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნებს შორის გადაადგილდებოდნენ. ბოშებზე არსებობს სტერეოტიპი, მათ შორის საქართველოში, რომ ისინი არიან აგრესიულები, ცხოვრობენ არაჰიგიენურად და არ არიან კანონმორჩილები.
ამის გამო, არცერთ ქვეყანაში ბოშების ჩასვლას არ მიესალმებიან. თუმცა, ძალიან ცოტამ იცის მათი რეალური ისტორია.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბოშების შესახებ:
ბოშები წარმოშობით ინდოელები არიან. არსებობს არაერთი დამადასტურებელი არგუმენტი, როგორც გენეტიკურად, ასევე ლინგვისტურადაც იმის შესახებ, რომ ბოშები წარმოშობით ჩრდილოეთ ინდოეთიდან არიან.
2012 წელს სამეცნიერო ჟურნალ Cell Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროპის მასშტაბით მცხოვრებ ბოშათა 13 დასახლებაში გენური მონაცემები შეისწავლეს.
შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოშები 1500 წლის წინ ჩრდილოეთ ინდოეთიდან წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ევროპაში დღეს მცხოვრები ბოშები კი ბალკანეთის ქვეყნების გავლით დაახლოებით 900 წლის წინ გადასახლდნენ. წაიკითხეთ გაგრძელება