ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარის ტერასების გახსნისა და ახალი მენიუს პრეზენტაცია

ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარის ტერასების გახსნისა და ახალი მენიუს პრეზენტაცია

ფუნიკულიორის რესტორანსა და ლაუნჯ ბარში გატარებული საღამო ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარია, სწორედ მისი ტერასიდან იგრძნობა თბილისის ულამაზესი ზაფხული. ყოველ წელს „ფუნიკულიორის“ ტერასების გახსნა საზეიმო ვითარებაში ტარდება.შესაბამისად წელსაც , 17 ივნისს 21:00 სთ-ზე ფუნიკულიორის კომპლექსი გეპატიჟებით ლაუნჯ-ბარის ახალი მენიუს პრეზენტაციაზე ,სადაც თქვენ გელოდებათ უგემრიელესი ფურშეტი და კოქტეილები.

სწორედ 17 ივნისს,თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ყველა ის კერძი ,რომელიც თავმოყრილი იქნება განახლებულ, საზაფხულო ლაუნჯ-ბარ მენიუში. ასევე მოგეცემათ საშუალება მიირთვათ უგემრიელესი კოქტეილები და კიდევ უფრო მეტად ისიამოვნოთ ფუნიკულიორზე სტუმრობით.საღამოს მუსიკალურად გააფორმებს , ბენდი „NiuTone“ ,ხოლო საკონცერტო ნაწილის შემდეგ საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Dj მიშო ურუშაძე. ეწვიეთ ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარს,ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძებით ,ულამაზესი გარემოთი და გემოვნებიანი მუსუკით! რაც მთავარია დატკბით გასაოცარი ხედით დედაქალაქზე!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი