"ნიკა რამიშვილი ჩემი მეგობარია" - რას წერს ირმა ინაშვილი დიანა ჯოჯუას მეუღლის "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებაზე

"ნიკა რამიშვილი ჩემი მეგობარია" - რას წერს ირმა ინაშვილი დიანა ჯოჯუას მეუღლის "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებაზე

"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი, პარტიაში ნიკა რამიშვილის გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაცია იმაზე, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი "კურიერის" წამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე გახდა, დღეს გავრცელდა. ამის შესახებ პარტიის წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ განაცხადა და დასძინა, რომ პარტია ამ გადაწყვეტილების გამო დატოვა. მისივე თქმით, პარტიის საარჩევნო სიაში რამიშვილი დავით თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულ ინფორმაციას ინაშვილი უარყოფს. მან ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ნიკა რამიშვილი ჩემი მეგობარია, ჩემი უახლოესი მეგობრის, დევი ხეჩინაშვილის შვილია, დიდი ექიმისა და მეცნიერის სიმონ ხეჩინაშვილის შვილიშვილია, ჩემთვის უახლოესი ოჯახის შვილია, წესიერი და ვაჟკაცი ადამიანია, ეს ოჯახი ყოველთვის იდგა ჩემს გვერდით, როცა ბევრი (შიშის გამო) ვერც კი მეკარებოდა. ვიმეორებ: ნიკა რამიშვილი არასდროს ყოფილა ვანო მერაბიშვილის მეგობარი და არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არც ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა და არაა. სიაშიც, შესაბამისად, არაა. ვწუხვარ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩემი მეგობრები უდანაშულოდ ისჯებიან. ისე, ცნობისათვის: მეგობრებზე მე უარს არ ვამბობ და პოლიტიკის გამო, მათ არ ვწირავ" - წერს ინაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას