რით გავართოთ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები - 11 იოლი იდეა

რით გავართოთ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები - 11 იოლი იდეა

ყველა ბავშვის ბედნიერი დრო - არდადეგები დადგა. მშობლებისთვის ეს მძიმე განსაცდელია - ყველაფრისგან მოცლილი და ენერგიით სავსე პატარები მთელი დღის განმავლობაში სახლში "დაძრწიან" და "რაიმე საინტერესოს" ეძებენ. საბავშვო ცენტრებში გრიალი და ძვირადღირებული სათამაშოები ამ განსაცდელს მყისვე მოაგვარებს, მაგრამ ოჯახების უმრავლესობისთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

ამიტომ, დროა, დავფიქრდეთ, როგორ გავართოთ ბავშვი. დედა როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, დღეში 15-დან 30 წუთამდე უნდა დაუთმოს შვილს. ჩვენ მიერ შედგენილი გასართობის სია ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გამოსადეგარი. მაშ ასე, რითი უნდა გაართოთ შვილი არდადეგების პერიოდში:

1. სამაგიდო თამაშები;

მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას. ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე.

2. ფაზლი;

მარტივი ნახატის აწყობა ბავშვს თავადაც უნდა შეძლოს, მაგრამ თავდაპირველად დაეხმარეთ. გირჩევთ, არ შეიძინოთ 300 ფრაგმენტზე მეტი ფაზლიანი ნახატი, რომელზეც ცხოველებია გამოსახული. ფაფარმა და ფუმფულა კუდმა ბავშვი შეიძლება საბოლოოდ დააბნიოს. ფაზლი აუმჯობესებს მცირე მოტორიკას.

3. წიგნების კითხვა

ორი ვარიანტია: ბავშვი ან ინტერესით კითხულობს, ან საერთოდ უარს ამბობს წიგნებზე. თუ ბავშვს კითხვა არ უყვარს, თავად წაუკითხეთ. ეცადეთ, დააინტერესოთ, კითხვა საინტერესო ადგილზე გაწყვიტოთ.

4. ჭადრაკი, შაში, დომინო, ნარდი, ლოტო

სამწუხაროდ, წავიდა ის დრო, როცა ოჯახები ლოტოს, ნარდს, დომინოს თამაშობდნენ. აღადგინეთ ეს სასარგებლო ტრადიცია, ბავშვისთვის ის სიახლეა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი