მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"

მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"

ყოფილი პოლიტპატიმარი, "ქართული ოცნების" წევრი მიშა მესხი და მომღერალი სოფო ბედია ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ორივეს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო. მიშა ციხიდან ახალი გამოსული იყო პოლიტპატიმრის სტატუსით, სოფო კი ქმარს გაშორებული და შვილთან ერთად მარტოხელა დედობას ეჩვეოდა. მათი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და იქორწინეს. როგორც მიშა "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, შეყვარებულობის პერიოდიდან დღემდე არ გამოსულან. გთავაზობთ ამონარიდებს მიშა მესხის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "სარკეს" მისცა:

"ზოგს ჰგონია, რომ ეჭვიანი ქმარი ვარ და ცოლს ამიტომ დავყვები ყველგან. ეს სისულელეა, სოფოს სრულიად ვენდობი. ზოგი ქმარი ამბობს, ცოლს ვენდობიო და დასასვენებლად მარტოს უშვებს, არც კითხულობს. ჩემი აზრით, ასეთებს თავიანთი ცოლების მიმართ ინტერესიც დაკარგული აქვთ. მე ვენდობი და მაინტერესებს კიდეც, სადაც მე ვარ, ჩემი ცოლიც იქ არის და პირიქით...

ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს: საათი არ გავა, ერთმანეთს არ დავურეკოთ, არ მოვიკითხოთ. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ვალდებულებაა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გულიდან მოდის. როცა სოფო ჩემთან არ არის, ან მენატრება, ან მაინტერესებს, რას აკეთებს. თუ რამის საყიდლადაა წასული, ვეხმიანები, თუ რამეს ყიდულობს, ფოტოებს "ვაიბერით" მიგზავნის...

მართლა ძალიან მაგარი ცოლი მყავს. ის არის ჩემი უდიდესი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია - დაგიდგეს გვერდით, როგორც ძმაკაცი და ხანდახან დედის ფუნქციაც კი აიღოს თავის თავზე.

...ჩემი მეუღლე ვერასდროს დაიწუწუნებს, რომ მისი ქმარი ღამე სახლში არ მივიდა ან ღამის 3 საათზე დაურეკა და უთხრა, შინ ვერ მოვდივარო. მის გარეშე ცალკე არსად ვქეიფობ და თვითონაც ასეა".

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

როდის გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა - "რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა