თბილისში დღეს ქარი და წვიმაა მოსალოდნელი

თბილისში დღეს ქარი და წვიმაა მოსალოდნელი

თბილისში დღეს ქარი და წვიმა იქნება, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქარი შესაძლოა მცირედით გაძლიერდეს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის. "არავითარი საპანიკო ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქარი ცოტა შეიძლება გაძლიერდეს. თბილისში დღეს 27 გრადუსი ტემპერატურა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრად დაკლებაა მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა ელჭექით.

ჰიდრომეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას 18 ივნისიდან პროგნოზირებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი