5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში

5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 14 ჰიდროელექტროსადგური და 2 თბოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 420 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 537 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას 5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის შესახებ. მონაცემები ამ პროექტებზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა:

გარდაბნის თბოელექტროსადგური

გარდაბანში ამოქმედდა 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. კომპანიის დასახელებაა შპს "გარდაბნის თბოსადგური", რომლის თანამფლობელები არიან: სს "საპარტნიორო ფონდი" (49%) და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" (51%). თბოსადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის "ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით ამარაგებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთი საიმედო რეზერვია.

ნენსკრა ჰესი

უკვე დაიწყო 280 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომლის ინვესტიცია 1 მლრდ დოლარია. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია არის იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ენერგეტიკის განვითარებაში. ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება უზრუნველყოს, რაც უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ენერგოსისტემას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს EBRD-მა, "აზიის განვითარების ბანკმა" და კორეის "ექსიმ ბანკმა".

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი