"თავის ნახატებს ნათესავებში ყიდის - ლეკვი უნდა და ფულს აგროვებს" - სამყარო 7 წლის მხატვრის თვალით

"თავის ნახატებს ნათესავებში ყიდის - ლეკვი უნდა და ფულს აგროვებს" - სამყარო 7 წლის მხატვრის თვალით

7 წლის ზუკა ბარბაქაძე სკოლის მოსწავლეა... სულ პატარაობიდან ფურცელი და ფანქარი უჭირავს ხელში და სრულიად ინდივიდუალურ, ბავშვური თვალით დანახულ რეალობებს ქმნის...

უკვე პოპულარულია მისი შემოქმედებაც - განსაკუთრებით ერთი კონკრეტული ნამუშევარი, რომელზეც ზუკასეული სოფლის კომპოზოცია და პერსონაჟები არიან გამოსახულნი.

სხვათაშორის, ნახატს ზუკას ნათესავებს შორის შეძენის ბევრი მსურველიც ჰყავს, მაგრამ პატარა მხატვარი მას არ ყიდის! იცით რატომ? ნამუშევარმა სულ ახლახანს პირველი წარმატება მოუტანა.

ზუკამ "ნიკორასა" და "საბავშვო კარუსელის" კონკურსში მიიღო მონაწილეობა - რეალობა ფურცელზე გადაიტანა, სრულიად ინდივიდუალური, ბავშვური თვალით დანახული "ნიკორა" შექმნა, ნამუშევარი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გააგზავნა და გაიმარჯვა კიდეც!

ნახატზე აღბეჭდილია სოფელი, მეზობლები, ზუკას და და ბებო... იქ მორბენალი ცხენი და ძაღლიც არსებობენ რეალობაში... მინდორი და ხეებიც რეალური ადგილია, ოღონდ ზუკას თვალით დანახული... ფაქტობრივად, რეალობა გადმოიტანა ფურცელზე. ბავშვობიდან აინტერესებდა ხატვა, ყოველთვის ეჭირა ფანქარი და ფურცელი - რაღაც ფიგურებს ქმნიდა. 2 წელია ხატვაზეც დადის და საკმაოდ კარგად გამოსდის - მოსწონს! აღიქვამს ფერებს, ცდილობს რეალობა აქციოს ფერად ნახატებად!

"თავის ნახატებს უკვე დიდი ხანია ნათესავებში ყიდის - ლეკვი უნდა და ფულს აგროვებს. შეაგროვა კიდეც, მაგრამ მოგვიწია აგვეხსნა, რომ კორპუსის ბინაში ძაღლი რთული მოსავლელია. ახლა ნახატებს უფრო დიდი მიზნისთვის ყიდის - ფული კერძო სახლის ასაშენებლად სჭირდება. ბაბუა მშენებელი ჰყავს და შეუთანხმდა უკვე. სხვათაშორის, გამარჯვების მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა ნამუშევრების ფასებსაც გადახედოს..." - გვეუბნება ზუკას დედა, ლუბა თოხვაძე.

ჩვენ მათაც გავესაუბრეთ, რომლებმაც შეაფასეს ზუკას ნახატი და გადაწყვიტეს, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო კონკურსის გამარჯვებული.

ნინო გავაშელი, სს "ნიკორას" დიზაინერი: "სივრცის შეგრძნება, ტექნიკა, პერსონაჟების მრავალფეროვნება - სწორედ ამ კრიტერიუმებითაა ზუკას ნამუშევარი გამორჩეული... ნათელია, რომ ბავშვს განსაკუთრებული, უკვე კარგად ჩამოყალიბებული უნარები აქვს..."

კახა ბოჭორიშვილი, სს "ნიკორას" არტ-მენეჯერი: "ზუკას ნამუშევარში კარგად იგრძნობა ბავშვური ხასიათი... ჩანს კლასიკური სკოლის გავლენაც, თუმცა მიუხედავად ამისა ბავშვს არ აქვს დაკარგული ინდივიდუალიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია!... პერსონჟებიც და კომპოზიციის შინაარსიც ძალიან მაგარი და თანაც მისეულია."

აქვე, ზუკასთან პატარა ინტერვიუსაც გთავაზობთ...

- ზუკა, როგორ გაიგე "ნიკორას" კონკურსის შესახებ?

- ვიყიდე საბავშვო ჟურნალი "კარუსელი", რომლის მეშვეობითაც გავიგე რომ "ნიკორა აცხადებდა კონკურსს. დავხატე ნახატი - 2 ძროხა, ერთ-ერთს ნიკორა ერქვა, ცხენი, საკუთარი თავი, ჩემი და და ბებო, გავაგზავნეთ "ნიკორას" ფეისბუქ გვერდზე და გავიმარჯვე.

- ალბათ ძალიან გაგიხარდა "ნიკორა" სკოლაში რომ გესტუმრა გიგანტურ თოჯინებთან ერთად..

- კი, ძალიან გამიხარდა. არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდნენ, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო და ძალიან გამიხარდა, ვიმხიარულე მეგობრებთან ერთად.

იმისათვის, რომ "პატარა მხატვრების კონკურსის" დანარჩენ მონაწილეებს გული არ დასწყვეტოდათ და მათი აქტივობა კომპანიის მხრიდან დაფასებულიყო, "ნიკორამ" უკლებლივ ყველა კონკურსანტი გასართობ ცენტრში შეკრიბა და დაუვიწყარი დღე აჩუქა... სპეციალურად ამ დღისთვის ბავშვები სხვადასხვა რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოვიდნენ... ცენტრში მისულ პატარებს ანიმატორებმა სუპერ გასართობი პროგრამა შესთავაზეს. განსაკუთრებით სახალისო კოცნით თამაში აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად სახელდებოდა ის, ვინც ლიმიტირებულ დროში მეტ ადამიანს აკოცებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მისთვის ნაცნობი იქნებოდა, თუ უცნობი.. ამით იხალისეს ბავშვებმაც და იქ დამსწრე საზოგადოებამაც.. ენერგიულ ანიმატორებს გასართობი მშობლებისთვისაც მოფიქრებული ჰქონიათ, სცენაზე ყველა ბავშვი მშობელთან ერთად მიიხმეს და საუნდტრეკისა და გამოსახულების საშუალებით სხვადასხვა ფილმების გამოცნობის კონკურსი გამართეს..

პროგრამის ბოლოს, ბავშვები ფერადი ბუშტებით დაასაჩქურეს, ტორტი ყველას ერთად ჩააქრობინეს და ასე კეთილი სურვილებით, ცეკვა-თამაშის ფონზე დააგვირგვინეს "პატარა მხატვრების კონკურსი".

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი