"ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის" - გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია

"ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის" - გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია

ბიო-ნარკოტიკისა და სხვადასხვა სახის ტაბლეტების მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა. კლუბებში ახალგაზრდები ძირითადად ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკებით ერთობიან. ხშირად მოისმენთ მათგან, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს, თუმცა აშკარაა, ისინი არ ფიქრობენ, რა შედეგი მოჰყვება ამგვარ გართობას.

ჰალუცინოგენებს უწოდებენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს მოლანდებას ანუ - გარემოს პათოლოგიურ აღქმას. ადამიანი ხედავს, ისმენს, შეიგრძნობს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ეს ნივთიერებები არღვევს ადამიანის ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მათ მიღებას მოლანდებასთან ერთად ახლავს: უძილობა, ცახცახი, აჩქარებული მაჯისცემა, არტერიული წნევის ცვლილება, გამძაფრებული სმენა, ყნოსვა და მხედველობა, ეიფორია, უღონობა, თვალის გუგების გაფართოება, წონასწორობის დარღვევა, სხეულში ტემპერატურის მატება. ფაქტია, ბევრმა მომხმარებელმა არც იცის, რომ ჰალუცინოგენების შემცველი ნივთიერებები სრულიად ცვლის პიროვნების აღქმას და ხშირი მოხმარების დროს, ფსიქიკური პრობლემების მაპროვოცირებელიც ხდება.

სპეციალისტების თქმით, მაღალი დოზით ბიოს მიღება მთავრდება ფატალურად, რადგან იწვევს გულ-სისხლძარღვთა შევიწროებას და სუნთქვის უკმარისობას. მისი მოხმარების დროს ფიზიკური აქტივობის სურვილი აქვთ და ხდება ოფლის ჭარბად გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოების შოკი. ჰალუცინოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ასევე: შფოთვა, დეპრესია, სუიციდი, ფსიქოზი. ზოგიერთი პანიკაში ვარდება, სხვები აგრესიული ხდებიან და მათგან ნებისმიერი საქციელია მოსალოდნელი: ძლიერი აგზნება, უკონტროლო აგრესია, გარშემო მყოფებზე თავდასხმა.

ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მას ბევრი მოიხმარს. მათ შორის, 13-14 წლის მოზარდებიც არიან. ბოლო დროს რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც დაფიქსირდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, სწორედ ასეთი ტაბლეტები ჰქონდათ მიღებული.

ჩემმა რესპონდენტმა, 19 წლის გოგონამ, რამდენჯერმე მოიხმარა ეს აბები კლუბში ყოფნისას. ამბობს, რომ მოსწონს ის შეგრძნებები, რომელსაც ნარკოტიკები იწვევს.

მაიკო, 19 წლის:

- კლუბებში ვინც მიდის, მათი 80% ნარკოტიკს მოიხმარს, ასეთია კლუბური სიტუაცია. განსაკუთრებით დიდი ამბავია ფესტივალების დროს. ჩემი აზრით, ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის. მამაკაცების 90% კლუბურ ნარკოტიკს ეტანება. ვერ ვიტყვი, რომ კლუბში ეს ხელმისაწვდომია. პირადად მე, იქ არასოდეს შემიძენია, თუმცა გარედან ჩვეულებრივად შეიტან. იქ მომზადებული შედიხარ.

- რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ ხართ?

- ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი შეგრძნება აქვს. ისე, ყველა ტაბლეტი სხვადასხვა შეგრძნებას ტოვებს. თუ ბიოს მოიხმარ, სხვანაირად ხარ, თუ სხვა ტაბლეტს - სხვანაირად. არის ასევე, მაღალი ხარისხის ნარკოტიკები, მაგრამ ამას საქართველოში 10% თუ იყენებს, დანარჩენს ამის ყიდვის საშუალება არა აქვს. ბიოს აქტიურად იყენებენ ახალგაზრდები, ასევე ტაბლეტების უამრავი ჩამონათვალია, რომელიც კაიფში გაგდებს, ზოგიერთი მათგანი ჰალუცინაციას იწვევს. ასეთ დროს ადამიანს ელანდება რაღაცები, ეს საშინელი შეგრძნებაა. მაგალითად, წყალს სვამ და გეჩვენება, რომ რაღაც ძალიან მძიმეა, შეიძლება, ამას ვერ გაუძლო და დაიხრჩო. შევსწრებივარ შემთხვევებს, როცა ადამიანი ისეთ კაიფში ჩავარდნილა, რომ ენა დაუბუჟდა და ვეღარ მეტყველებდა. ჰალუცინაციებს ხშირად ვერ უძლებენ ახალგაზრდები, შიში იპყრობთ და ცუდად ხდებიან. არის ისეთი ფაქტებიც, როცა ვერ შოულობენ თუნდაც იმ ტაბლეტებსაც, რაც ბაზარზეა და ასეთ დროს ფსიქოტროპულ პრეპარატს სვამენ. დაავადებულებს დასაძინებლად ასმევენ ამ წამალს, მაგრამ როცა ჯანმრთელი ადამიანი სვამ და არ დაიძინებ, ჩვეულებრივად კაიფობ. თუ დაგეძინა წამლის მიღების შემდეგ, შეიძლება, 48 საათი ვერ გამოგაღვიძონ. გძინავს 48 საათი, შემდეგ, როცა ფხიზლდები და აზრზე მოდიხარ, ერთმანეთში გერევა, რა ხდებოდა წინა დღეებში და ენაც გებმის.

- ასეთ დროს გამოსვლას როგორ ახერხებთ?

- ყველამ იცის - როცა ნარკოტიკს იღებ, უნდა იყო აქტიური, იცინო, იცეკვო, გგონია, რომ ზომბი ხარ. აუცილებლად უნდა დახარჯო ენერგია, არ უნდა მოდუნდე, არ უნდა იფიქრო ცუდზე, არ უნდა `დაიგრუზო~. მქონია შემთხვევა, როცა ღამის 12-დან დილის 7 საათამდე სულ ვიცინოდი, გაუთავებლად ვცეკვავდი. რომ გავჩერებულიყავი, მეგონა, რაღაც საშინელება მოხდებოდა.

- ჰალუცინაციების გამომწვევი მედიკამენტების მიღების შემდეგ როგორ გამოდიხართ მდგომარეობიდან?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი