რატომ არ შედგა სოფი ლორენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა - "ნატვრის ხე" განცხადებას ავრცელებს

რატომ არ შედგა სოფი ლორენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა - "ნატვრის ხე" განცხადებას ავრცელებს

"ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ფონდიდან აცნობეს, გუშინ რიგი მედიასაშულებებით გავრცელებდა ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.

"ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბულენტურ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად "რუმს ჰოტელში". გუშინ, 15 ივნისს, სოფია ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი - თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.

მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა. სოფია ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი სმენია და სურს, პირადად გაიცნოს. მსახიობმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ამ დღიდან დიდი სიყვარულით ატარებს.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ "ნატვრის ხისა" და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ფონდი მადლობას უხდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც ერთი ლარი გაიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი