რა პასუხი აქვს კულტურის მინისტრს რუსების "ხულიგნობაზე", როცა მას უკრაინელი კოლეგის სახელით დაურეკეს

რა პასუხი აქვს კულტურის მინისტრს რუსების "ხულიგნობაზე",  როცა მას უკრაინელი კოლეგის სახელით დაურეკეს

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვა: იგი რუსმა პრანკსტერებმა გააცურეს.

მათ საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით დაურეკეს და უკრაინელი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა სთხოვეს. ვიდეო რუსული ტელეკომპანია россия 24-ის გადაცემა Прямой эфир-ის სპეციალურ გამოშვებაში გავიდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ გიორგაძემ განმარტება "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა.

"იმ მომენტში უკრაინული ნომერი იყო და ნამდვილად მეგონა, რომ ჩემს უკრაინელ, ახლადდანიშნულ კოლეგას ვესაუბრებოდი. ვფიქრობ, როდესაც ორი კოლეგა მინისტრი ერთმანეთს ესაუბრება პოლიტკორექტულობის ფარგლებში უნდა დარჩნენ და მეც დავრჩი პოლიტკორექტულობის ფარგლებში, ის პასუხის გავეცი, რასაც კოლეგა კოლეგას გასცემდა. რაც შეეხება თავად ფაქტს, ნამდვილად ვურეკავთ ერთმანეთს კულტურის მინისტრები და ეს უშუალო კონტაქტი საქმეს ადგება, თუმცა როგორც ჩანს, უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ ამ თვალსაზრისით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი